• რეკლამა
  • კონტაქტი
02:08, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

SOS! – “ოცნება” ამტკიცებს, რომ ძალოვნების იდენტიფიცირება არ შეუძლია, მათზე მტკიცებულებები არ შეუძლია მოიპოვოს – სად მიიყვანს ეს ქვეყანას?

ალია ავტორი - ალია
18:10 08-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
537

რატომ არ არის დასჯილი არცერთი პირი, ვინც ნოემბერ-დეკემბერში, მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე იძალადა? – ირაკლი კობახიძემ მედიას ახალი ვერსია შესთავაზა.

რაც შეეხება მოძალადეების დასჯას – არ შეიძლება აქ ორმაგი სტანდარტით ვიმოქმედოთ, გეთანხმებით, რომ თუ ვინმე ძალადობდა, ყველა დასასჯელია.

რაც შეეხება ძალოვნების მიმართულებას, აქ იყო მტკიცებულებების, იდენტიფიცირების პრობლემა. აქაც დამატებით უნდა ჩავეძიოთ შესაბამის უწყებებს და დავადგინოთ, რამდენად არის თუ არა იდენტიფიცირებადი. ახლა რა ინფორმაციაც არის, იდენტიფიცირებად არ არიან ეს პირები, თუმცა შესაბამისი სამუშაობი უნდა გაგრძელდეს.

მინდა, საჯაროდ ვთხოვო ყველას, როგორც პროკურატურას ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ ისინი შეძლებენ შესაბამისი პირების იდენტიფიცირებას, მაქსიმალურად უნდა სცადონ ეს ყველაფერი. იგივე ეხება ამ საქმეს (“ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას) საჯაროდ შემიძლია ყველას მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად ჩაეძიონ თითოეულ ამ საქმეს”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყნის ე.წ. პირველი პირი ამტკიცებს, რომ საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი პირები არ იციან რას აკეთებენ, ვერ ახდებენ იდენტიფიცირებას, არ იციან, ვინ იყო კონკრეტულად რომელ ჯგუფში, რას აკეთებდა კონკრეტული პირი. აქვე გეტყვით, რომ კანონდარღვევაა, არ იყოს შესაძლებელი იდენტიფიცირება და მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ჰქონდეს სპეცრაზმს, ღიად, საჯაროდ დასანახად და არა, სადღაც, ტანსაცმლის დამალულ ადგილას. თუმცა, ვინ დაარღვია ეს კანონი, რომელმა მინისტრმა – არც ამაზეა პასუხი.

ცხადია, არსებობს კითხვის ნიშნები, მაგალითად, ასეთი განცხადება იმიტომ ხომ არ გააკეთა კობახიძემ, რომ თითქოს, მხოლოდ იდენტიფიცირების პრობლემაა და იმიტომ არ სჯიან ძალოვნებში მოძალადეებს. სავარაუდოდ, ვერ იაზრებენ, რამდენად საშიში ქვეყნისთვის ის, რაც კობახიძემ თქვა. ეს ნიშნავს, რომ ძალოვნებს გაუმძაფრდებათ დაუსჯელობის სინდრომი, ეს ნიშნავს აღიარებს, რომ ვერ იმართება ძალოვნები, ეს ნიშნავს დაპირებას, რომ ხვალ მსგავსი რომ განმეორდეს, უკვე, თუნდაც პირადი კონფლიქტისას, ?ხელისუფლება” ხელს დაიბანს? რამდენად შეიძლება ამან მიგვიყვანოს ქვეყანაში უკონტროლო კრიმინალურ მდგომარეობამდე და უკონტროლო ბანდების თარეშამდე ქუჩებში – ეს თავად განსაჯეთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved