• რეკლამა
  • კონტაქტი
02:31, ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქუჩის არმიის გენერალი – ლილუაშვილის მოხსნის შემდეგ ცალკე ფული გაიფანტა, ცალკე ქუჩა აირია” – თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
18:48 07-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,905
ყოფილი მაღალჩინოსანი, გივი თარგამაძე, რომელიც ამჟამად ციხეშია “წულუკიანის კომისიაზე” არმისვლის გამო, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
ჩემს სულ ადრეულ პოსტებს თუ ნახავთ, აი ქოცები სულ ახალი მოსულები რომ იყვნენ, იმ დროინდელებს, იმას ვწინასწარვმეტყველებდი, რასაც ახალა ვხედავთ ყველანი – კრიზისს გლუვის კარზე. იმიტომ კი არ ვწერდი მაშინ, რომ ძალიან მაგარი ვარ, ან მომავალს ვხედავ. იმიტომ, რომ ასეთი რეჟიმების, ასეთი ტიპების აღზევების და დაცემის ძალზე მყარი ლოგიკა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ცნობილია, უამრავი მაგალითია, ყველა შემდეგი ასეთი პერსონა უცილობლად იმეორებს სხვების ბედს. იმიტომ, რომ ასეთი რეჟიმი სხვანაირად უბრალოდ ვერ მუშაობს. მას აქვს წინასწარგანსაზღვრული დასაწყისი და დასასრული. ამ გარდაუვალი ტრაექტორიის მთავარი განსაზღვრელი, მთავარი ტიპის პათოლოგიური ეჭვიანობაა. რაც უფრო ღრმადაა ამ ტრაექტორიაზე შესული ასეთი მმართველი, მით უფრო სწრაფად მატულობს მისი ეჭვები. ის ანადგურებს თავის მორჩილ მონებს და მუდმივად ივიწროვებს სანდო პირთა წრეს. ბოლოს ეს წრე იწურება და დგება კოლაფსი. ეს ტრაექტორია გარანტირებულია მაშინაც თუ პოლიტიკური წინააღმდეგობა, ოპოზიცია და პროტესტი საერთოდ არ არსებობს.
ყველაზე ნათელი მაგალითია ძველი, ნაღდი თურქმენბაში – ნიაზოვი. მმართველობის ბოლოს მას ეჭვების საფუძველზე დაჭერილი ჰყავდა რამდენიმე პრემიერი, სამოცდაათამდე ვიცე-პრემიერი და ასობით მინისტრი. ყველა ამ ადამიანს დაჭერისას მათი ბინებიდან ფულს კი არა, ოქროს ზოდებსაც კი არა, ვედროებით ბრილიანტებს იღებდნენ. კორუფცია კი ყვაოდა, მაგრამ ბაში არავის უშვებდა საზღვარგარეთ, სამშობლოში კი იმ ბრილიანტების ვედროების იქით გზა არ ჰქონდათ. ამიტომაც ასრულებდნენ ცხოვრებას ეს არარეალიზებული მილიარდერები ან ციხეში ან სულაც მატარებლის ბორბლების ქვეშ. ეჭვების გაღვივებაზე ძირითადად რუსები ზრუნავდნენ და ამ გზით ბაშის ერთგულ ხალხს აცლიდნენ. ბოლოს ჯერი მიდგა ვიცე-პრემიერზე, რომელზეც იყო აწყობილი მთელი სისტემა, ის იყო საყრდენი და ყველაზე ერთგული ადამიანი. ტრადიციული მეთოდებით, რომ ვერ გაჩარხეს, ბოლოს რუსეთის ელჩი მივიდა ბაშისთან და მოასმენინა ჩანაწერი, სადაც აბანოში მოდუნებული, ცოტა შეზარხოშებული ვიცე-პრემიერი ბაშიზე იძახდა დაბერდა და გამო@ირდაო. პრივატულ საუბარში ასეთი ნათქვამი რა თქმა უნდა არ ნიშნავს ერთგულების ღალატს, მაგრამ ბაშს ეს ეყო და დააპატიმრა. ვიცე-პრემიერს დაპატიმრების შემდეგ ოთხ დღეში ბაში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, ბევრის აზრით კი მოკლეს.
გლუვს საჩიჩხინოდ და ეჭვების გასაღვივებლად კობახიძეც ეყოფა. მილიარდერებსაც მალე სანქციების გამო ვედროები და ჩულანი მოუწევთ. იმ ვიცე-პრემიერის კალიბრის ერთი ფიგურა არსებობს? ალბათ, ზუსტად იმ კალიბრის არა, მაგრამ მიახლოებული ლილუაშვილი იყო. სწორად მისი მოხსნის შემდეგ აირია ასე გიჟურად მონასტერი. ლილუაშვილის დროს, მისი ხელმძღვანელობით ქოლცენტრების ქსელი გაიმართა და ამუშავდა, როგორც მწყობრი სისტემა. მან განახორციელა ქვეყანაში ნარკოტიკების ბრუნვაზე სრული და ექსკლუზიური კონტროლი და მანვე გააკონტროლა კრიპტოვალუტის სექტორი. ეს სამივე მიმართულება გენერირებს უზარმაზარ, წარმოუდგენლად დიდ ფულს. ამ ფულის კონტროლის ანი და ჰოე მხოლოდ ლილუაშილმა იცოდა. ფულის დაცვისთვის და მოძრაობისთვის ქუჩის არმიის გენერალიც თვითონ იყო.
ლილუაშვილის მოხსნის შემდეგ ცალკე ფული გაიფანტა, ცალკე ქუჩა აირია. ბოლო კრუნჩხვები რასაც ვაკვირდებით, სწორედ ამ ფულის შექუჩების და ქუჩის დალაგების მცდელობას უკავშირდება. ამას თუ საყვარელი დეიდაშვილის, უჩას (რომელიც გლუვის ყური, ყველაზე სანდო დამბეზღებელი და შინაეურებზე ამბების მომტანი იყო) ჩამოწერასაც დავუმატებთ, კიდევ უფრო დიდ ქაოსს მივიღებთ. ლილუ + უჩა პრინციპში, ბაშის ვიცე-პრემიერს გაქაჩავს, თანაც თურქმენეთისგან გასხვავებით ჩვენ დიდი პლიუსი გვაქვს – ოპოზიცია, სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პროტესტი და დასავლეთის თანადგომა. ამიტომ ბოლომდე ამ ხაზს უნდა მივაწვეთ – უწყვეტ პროტესტს და დასავლურ სანქციებს, რაც ხაზეინის ეჭვებს ბოლომდე გააღვივებს და შიდა ეგზეკუციებს გააძლიერებს, რომლის ყოველი ციკლის შემდეგ ის ვირაჟიდან უფრო დასუსტებული გამოდის. შიდა წრე სასრულია, ამოიწურება. მერე რა მოხდება? ახალ ხალხს იშოვის? ვერა!
ხარებას ყველაზე მძიმე სანქციებს შევპირდი და ორ კვირაში შეუსრულდა მაგნიტსკის სიის სახით. უაცილებლად გადაგდებას შევპირდი, ბევრი იცინა და ახლა ალბათ აღარ იცინის – გაგდებულია. ეს ყველამ იცის და ახალი ხარება აღარ იქნება. აბა, რისი დიფ სთეითი ვართ ეგეთების შესრულება თუ არ შეგვიძლია…
გლუვს ყოველდღე, დღეში ბევრჯერ უნდა ვუთხრათ, რომ მისი რეჟიმი სრულდება . ამდენჯერვე უნდა შევახსენოთ, რომ მოდის წინაზე ბევრად დაუნდობელი სანქციები. ეს ყველაფერი უწყვეტი პროტესტის და არათანამშრომლობის ფონზე უნდა ვაკეთოთ და ჩამოვშალოთ, უფრო სწრაფად ვიდრე გვგონია. არჩევნებში მონაწილეობა ამ ყველაფრის რადიკალურად საწინააღმდეგო ქმედებაა, მავნებლობა, მაგრამ ეგ პროცესს ოდნავ თუ შეანელებს, ვერ გააჩერებს.
გლუვო შენი რეჟიმი სრულდება. მოდის ავი სანქციები და ისინი უწყვეტი პროტესტის ფონზე მოგიღებენ ბოლოს და უფრო სწრაფად, ვიდრე შენ კი არა, ჩვენც კი გვგონია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved