• რეკლამა
  • კონტაქტი
15:55, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი კუტუნია ბიჭი, მიდი რა, ერთი შენ უფროსს დაუძახე” – ზურაბ ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
06:55 07-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,842

პილიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამოა დაპატიმრებული, სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს:

ბიძინას ჩინურმა მარადონამ, ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო.

ვნახოთ აბა, მე რა მახსოვს აქ, ყოველგვარი გუგლისა და Chat GPT-ს გარეშე:

2012 წელსვე, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირველი რაც გააკეთა, პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვა რუსეთის ნომრიანი აგენტები. აი, რომ ჰკითხავ და არც დაგიმალავენ, ეგეთები: შკრილნიკოვი, ჩახალიანი, გევორქიანი და სხვები.

კოდორის ოპერაციის მონაწილეების (როცა რუსები გაანადგურეს კოდორში) უმეტესობა გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ქართულ სამხედრო ბაზებზე რუსეთის ნომრიანი აგენტები დაძვრებიან და არც უარჰყოფენ ამას.

ქართულ ოცნებაში თუ კი ვინმე იყო, ვისაც დასავლეთში გამარჯობას ეუბნებოდნენ, ყველა გამოყარა ან პირუტყვად აქცია და აღარავინ ეკარება (ალასანიას თანაგუნდელები).

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე დეტალებში ჰყვება, როგორ ხვდებიან რუს ქაუნთერფართებს ბიძინას შსს მინისტრი და სუს-ის უფროსი, და როგორ ალაგებდნენ რაღაც თემებს.

რეჟიმის პროპაგანდა ერთი ერთში იმეორებს რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებს.

ბიძინას გენერალური პროკურორი, რომელიც აქამდე მართავდა პროკურატურას (ახლა აჩოჩებენ), აშშ-მ დაასანქცირა საქართველოში პრორუსული ქსელის შექმნისა და პოლიტიკურ პროცესებზე პრორუსული გავლენების მოხდენის გამო.

ეს თუ არაა საკმარისი, იგივე ადამიანმა გვარი გადაიკეთა, ფარცხალაძიდან რომანოვი გახდა; ესეც თუ არაა საკმარისი – რუსეთის მოქალაქე გახდა; და ესეც თუ არაა საკმარისი – წითელ მოედანზე დარბის გეორგიევსკის ლენტით.

მეტი რა ქნას, რომ დავიჯეროთ რომ რუსია? რომ ბიძინამ ნომრიანი რუსი დასვა გენ.პროკურორად და ამართინა პროკურატურა თითქმის 13 წელი. მეტიც, ამ კაცს საშუალება მისცა მთელი მისი აქაური აქტივები შვილზე გადაეფორმებინა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რეგულაციით ამ კაცის გამო ხვრელი გააჩინეს ქართულ ფინანსურ სისტემაში

ბიძინამდე საქართველოს ექსპორტი US-სა და EU-ში იყო ექსპორტის დაახლოებით მეოთხედი. ახლა ის არის დაახლოებით მეათედი (UK-ის ჩათვლით).

ბიძინამდე საქართველოს ექსპორტი დსთ-ში იყო დაახლოებით 50%, ახლა არის ექსპორტის დაახლოებით 70%. (თუ სწორად მახსოვს ეს რიცხვები, მაგრამ დიდი ცდომილება არ მექნება წესით).

ანუ, ისევ ჩამოვეკიდეთ “რუსულ ბაზარზე” თითქოს 2006 წელი არ ყოფილიყოს.

2012 წლის შემდეგ საქართველოს თავდაცვაში არ გაკეთებულა პრაქტიკულად არაფერი და დღეს თავდაცვისუნარიანობით რეგიონში ვართ უკანასკნელი. ვის აწყობს ეს?

NATO-სთან ურთიერთობა ფორმალურადაა შენარჩუნებული და რეალურად, ინტეგრაციის პროცესი მკვდარია. ვის აწყობს ეს?

ქვეყანა არის სრულ იზოლაციაში ცივილიზებული სამყაროსგან და ვკარგავთ იმას, რაც წვალებით მოვიპოვეთ: EU-სთან თავისუფალი ვაჭრობა და ასოცირების ხელშეკრულება, შენგენის ზონასთან უვიზო მიმოსვლა, საერთაშორისო ფინანსური დახმარებები, რომლებითაც რეგიონული მნიშვნელობის პროექტები უნდა დაფინანსებულიყო. ვის აწყობს ეს?

ნაცვლად კონსოლიდირებული ლიბერალური დემოკრატიისა, რაც იქნებოდა მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია ისევე, როგორც ყველაზე მშვიდობიან ევროპულ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის წინაპირობა, ქვეყანა იქცა კონსოლიდირებულ დიქტატურად, რომელიც როდის აფეთქდება (უფრო მალე, ვიდრე გვიან) არავინ იცის. ვის აწყობს ეს?

ქვეყანა კარგავს რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის პოტენციალს, რომელიც ერთი მხრივ, ცენტრალურ აზიას გაუადვილებდა დასავლური კაპიტალის მოზიდვას და რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევას, ხოლო მეორე მხრივ, იგივე ცენტრალური აზიის ქვეყნებს დაეხმარებოდა დასავლეთში საკუთარი ნედლეულისა და პროდუქციის ექსპორტში. ვის აწყობს ეს?

აი, მართლა უსასრულოდ შეიძლება წერა, საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია. უბრალოდ, დედამო%&ნული არ უნდა იყო და ცოტა საკუთარი ქვეყნის ისტორიას იცნობდე, მეტი არაფერია ამის დასანახად საჭირო.

მაგრამ ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვის აწყობს რომ ამ ქვეყნის ფორმალური მმართველი იყოს ერთი უბედური, მხდალი, დაკომპლექსებული, სოციოპათი, კომკავშირელი, რომელსაც ძლივს ეღირსა და იპოვა ვის დაემონოს უსიტყვოდ ძალაუფლებისა და ნაძალადევი პატივის სანაცვლოდ, და რომელსაც აგერ უკვე რამდენი თვეა არცერთი თავმოყვარე ადამიანი არ ელაპარაკება და პირდაპირ ეუბნებიან: ჩემი კუტუნია ბიჭი, მიდი რა, ერთი შენ უფროსს დაუძახე.

ჩემი დაკვირვებით, ჩვენთან ახლო მახლოში ეგეთი %ლეები ძირითადად რუსეთში ჰყავთ, რომელიც თურმე მტერი კი არა, “მტრის ხატი” ყოფილა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved