ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და X-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მკაცრად გმობს “ოცნების” წევრების მიერ საქართველოში ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას.
„ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას“, – აღნიშნულია X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში
ევროკავშირის პრესსპიკერი “საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის როლის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და მისი ელჩის წინააღმდეგ პერსონალურ თავდასხმებს გმობს” და განცხადებაში აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი განცხადებები “საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას წარმოადგენს”.
პრესსპიკერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რუსული სტილის შეთქმულების თეორიები” მხოლოდ მათ ემსახურება, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას.
კომენტარები