• რეკლამა
  • კონტაქტი
22:15, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამაღლობელის საქმე – “სტრასბურგის” კითხვები იუსტიციის სამინისტროს

ალია ავტორი - ალია
13:25 07-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,224

მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგმა იუსტიციის სამინისტროს კითხვები გამოუგზავნა.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე  აღნიშნავს, რომ ეს საქმე შეეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას და მის თანმდევ დარღვევებს.

ქურდოვანიძე ხაზს უსვამს, რომ სასამართლოს ერთ-ერთი კითხვა ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლსა, „რომლის დარღვევაც დგინდება იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში არსებული უკანონობის მასშტაბები სცდება უბრალოდ მატერიალური კონვენციური მუხლების დარღვევას და მიუთითებს ისეთ განზრახვაზე, რომელიც კონვენციის ამ მუხლით აკრძალულია“.

“სტრასბურგის სასამართლოს საიტზე უკვე ატვირთა მზია ამაღლობელის საქმეზე საქართველოსათვის დასმული კითხვები. 

ეს საქმე შეეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას და მის თანმდევ დარღვევებს. სასამართლომ საქმე დააკომუნიცირა მათ შორის, მე-18 მუხლთან მიმართებითაც, რომლის დარღვევა დგინდება იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში არსებული უკანონობის მასშტაბები სცდება უბრალოდ მატერიალური კონვენციური მუხლების დარღვევას და მიუთითებს ისეთ განზრახვაზე, რომელიც აკრძალულია კონვენციის მე-18 მუხლით.

ესაა კითხვები, რომლებზეც იუსტიციის სამინისტრომ პასუხები უნდა მოამზადოს და გააგზავნოს სტრასბურგის სასამართლოში”- წერს ნონა ქურდოვანიძე. 

გთავაზობთ ნონა ქურდოვანიძის მიერ გავრცელებულ კითხვებს:

  1. აღეკვეთა თუ არა განმცხადებელს (მზია ამაღლობელს) უფლება კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) 1 პუნქტის დარღვევით? კერძოდ, შეესაბამებოდა თუ არა მისი დაპატიმრება მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (გ) ქვეპუნქტს, ანუ იყო თუ არა გამართლებული და გონივრულ ეჭვს დაფუძნებული?
  2.  წარმოადგინეს თუ არა ეროვნულმა სასამართლოებმა შესაბამისი და საკმარისი მიზეზები, რომლებიც დაასაბუთებდა განმცხადებლის წინასწარი პატიმრობის როგორც თავდაპირველ, ისე გაგრძელებულ ვადას, როგორც ეს მოთხოვნილია კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით? განიხილეს თუ არა მათ გახანგრძლივებული პატიმრობის ალტერნატიული ზომები?
  3. ჰქონდა თუ არა განმცხადებელს საშუალება, ესარგებლა ეფექტიანი პროცედურით, რომლითაც შეძლებდა მისი დაკავების კანონიერების გასაჩივრებას, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი?
  4. დაირღვა თუ არა განმცხადებლის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით, განსაკუთრებით განმცხადებლის წინააღმდეგ პარალელურად მიმდინარე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის მოსამართლის მიერ მოყვანილი მსჯელობის გათვალისწინებით?
  5. მოხდა თუ არა განმცხადებლის უფლებებში ჩარევა კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობა) 1 პუნქტით და მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისფლება) 1 პუნქტით გათვალისწინებული წესების შესაბამისად? თუ ასეა, შეესაბამებოდა თუ არა ეს ჩარევა კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს?

კონვენციის მე-8 მუხლი: პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება

  1.  ყოველ ადამიანს აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, საცხოვრებელ ადგილს და მიმოწერას.
  2.  საჯარო ხელისუფლებას არ აქვს უფლება, ჩაერიოს ამ უფლების განხორციელებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ჩარევა გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის, არეულობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის დასაცავად, ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით.

კონვენციის მე-10 მუხლი: გამოხატვის თავისუფლება

  1. ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს აზრის გამოხატვის თავისუფლებას და ინფორმაციისა და იდეების მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას სახელმწიფო ორგანოების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად.
  2. ამ თავისუფლების განხორციელებას შეიძლება დაეკისროს ისეთი ფორმალური მოთხოვნები, პირობები, შეზღუდვები ან სანქციები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესების, დანაშაულის აღკვეთის, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის, სხვათა ღირსების ან უფლებების დაცვის, კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელების აღკვეთის ან სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

6. ჰქონდა თუ არა განმცხადებელს წვდომა ეფექტიან შიდა სამართლებრივ საშუალებაზე?

7. კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ამ საქმეში დაწესებული შეზღუდვები იყო თუ არა გამოყენებული აღნიშნული დებულებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით, კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევით?

ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ  მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო, საიამ  23 ივნისს გაავრცელა.

ნონა ქურდოვანიძე მაშინ ამბობდა, რომ საქმემ შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე (Impact Case) საქმის სტატუსიც შეიძინოს, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე.

ნონა ქურდოვანიძის თქმით, მნიშვნელოვანია ვადებიც – საჩივარი სტრასბურგში ორი თვის წინ გაიგზავნა და სასამართლომ მისი განხილვა უკვე დაიწყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved