• რეკლამა
  • კონტაქტი
22:06, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი ახობაძე იუსტიციის სამინისტროს პასუხობს

ალია ავტორი - ალია
11:54 07-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
138

გიორგი ახობაძე იუსტიციის სამინისტროს პასუხობს. სინდისის პატიმარი აცხადებს, რომ ციხეში გაგრილების სისტემა არ არსებობს. მისი თქმით, ამის გამო ასობით ადამიანის უფლება ირღვევა და ჯანმრთელობა საფრთხეშია, რადგან საკნებში დამონტაჟებული ე.წ ვენტილატორი ძლიერ ხმაურს ქმნის, ეს კი პატიმრების მენტალურ მმდგომარეობას ამძიმებს.

გარდა ამისა, სატელეფონო  ჩანაწერში ახობაძე ამბობს, რომ მოკვლევის საგანი უნდა გახდეს ისიც, თუ ვინ გაფლანგა სახელმწიფო ფული და ვინ შეიძინა უვარგისი ტექნიკა ციხეებისთვის.

აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო იუსტიციის სამინისტროს ტყუილებს. არავითარი ცენტრალური გაგრილების სისტემა ციხეში არ არის. დეფინიციებში დაკარგულ სალიას უცებ ავუხსნი, საკანში, კედელზე დამაგრებულია ღია სივრცისთვის ე.წ. წყლის წვეთები გამფრქვევი ვენტილატორი. ხაზს ვუსვამ, ეს მოწყობილობა არ არის ოთახისთვის შექმნილი. ეს მოწყობილობა მუშაობისას წარმოქმნის იმგვარ ხმაურს, ერთმანეთის საუბრის მოსმენა ხდება შეუძლებელი. ასე რომ, ეს თითქოს გაგრილების სისტემა თვითონ დაიყენოს სალიამ სახლში თუ ასეთად აიდენტიფიციებს. ფონური ხმაურის გავლენა ჯანმრთელობაზე თუ ვინმემ არ იცის, ვეტყვი, რომ ის ხმა, რასაც ეს ვითომ გაგრილების მოწყობილობა გამოსცემს, საზიანოა მენტალური ჯანმრთელობისთვის. ეს რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს ტყუილებს.

რაც შეეხება მაღაზიას, მოგვყიდეს ერთი ცალი ინდივიდუალური, პატარა ვენტილატორი და მეტი არ გვაქვსო. ესეც ვიღაცაზე იყო გაყიდული და ზედ მისი სახელი ეწერა. ეს ტემპერატურა საშიშია ჯანმრთელობისთვის და პოტენციურად შეიძლება გახდეს პატიმრის გაუწყლოების მიზეზი, რამაც ქორნიკულად დაავადებულ პატიმრებში შეიძლება, შექმნას სიკვდილის რისკი. სალიას ვეტყვი, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ადამიანს, მის უფლებებს, განსაკუთრებით უკანონოდ დატყვევებულების ყოველდღიურობას და ზოგადად, ნებისმიერ პატიმარს მისცეს ის, რაც ისედაც ეკუთვნის, – ამბობს ახობაძე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved