• რეკლამა
  • კონტაქტი
23:35, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი

ალია ავტორი - ალია
18:59 07-18-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
221

მსოფლიო რაგბის ოფიციალური გადაწყვეტილებით, 2026 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება. რაგბის ახალგაზრდა ტალანტებს თბილისისა და ქუთაისის სტადიონები უმასპინძლებენ.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა საქართველო პრესტიჟული სარაგბო ტურნირის მასპინძელი იქნება. 2017 წელს, პირველად ვუმასპინძლეთ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს, რომელმაც საქართველოშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც დიდი რეზონანსი გამოიწვია.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კიდევ ერთი ფაქტით იქნება მნიშვნელოვანი – მონაწილე გუნდების რაოდენობა 11-დან 16-მდე გაიზრდება. ეს ქართველ გულშემატკივარს არაჩვეულებრივ შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი თვალით იხილოს რაგბის ამომავალი ვარსკვლავები.

მომავალ წელს, საქართველოში ჩამოვა ის 11 გუნდი, რომელიც ჩვენს 20-წლამდელებთან ერთად, ამჟამად,იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ჩემპიონატს თამაშობს – სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ინგლისი, არგენტინა, ავსტრალია, უელსი, იტალია, ირლანდია, შოტლანდია და ესპანეთი. მათ დაემატება 4 ქვეყანა, რომლებმაც წინა წლისალაფაზე მოწინავე ადგილები დაიკავეს. ესენი არიან – ფიჯი, აშშ, იაპონია და ურუგვაი.  

მოუთმენლად ველით 2026 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს. თიბისისა და ქართული რაგბის ათწლიანი პარტნიორობა წარმატებით გრძელდება და გვჯერა, სტუმრებსა და გულშემატკივრებს დაუვიწყარ გამოცდილებას შევთავაზებთ.

თიბისისთვის, როგორც ახალი თაობის მთავარი მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩემპიონატი ახალგაზრდა ქართველი მორაგბეებისთვის საერთაშორისო დონეზე თავის გამოჩენისა და ახალი წარმატებების მიღწევის შესაძლებლობა იქნება.

#ერთადგავიმარჯვებთ

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved