• რეკლამა
  • კონტაქტი
15:11, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის” – კობახიძე უვიზოს შესაძლო გაუქმებაზე

ალია ავტორი - ალია
12:22 07-18-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,732

“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრის თქმით, “ტექნიკური საკითხია, რომ შენ გიწევს ან არ გიწევს რიგში დგომა ვიზასთან დაკავშირებით”. როგორც ირაკლი კობახიძემ პარტიის გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა “არაეგზისტენციალური საკითხია ადამიანისთვის”.

მან ჟურნალისტის კითხვას იმ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც უვიზო რეჟიმის პირობებში ევროკავშირის ქვეყნებში სამეციდინო სერვისების მისაღებად მიდიან, “სამარცხვინო სპეკულაცია” უწოდა.

“უამრავი ქვეყანაა, თუ გინდა მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება კონკრეტული მიმართულებით მიიღო, სხვა ქვეყნებიც არის. ეს ცარიელი, თითიდან გამოწოვილი ამბავია”,- ამბობს კობახიძე.

საქმე ისაა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად საჭირო რეკომენდაციების შესრულებისთვის ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს. “ქართულმა ოცნებამ” 14 ივნისს ბრიუსელიდან წერილი მიიღო, სადაც გასული წლის ბოლოს გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე განახლებული ინფორმაციაა მოთხოვნილი. კომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ინფორმაციას 31 აგვისტომდე ელის და ასევე ელის კონკრეტულ ნაბიჯებს შესაბამისი საკითხების მოსაგვარებლად. საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც 2024 წლის 6 დეკემბერს მიღებულ ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშში მიემართა საქართველოს. ანგარიშში ევროკომისიამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევების შესახებ. სწორედ ამ კონტექსტში, იანვარში ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო რეჟიმი ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის. ევროკომისია რეკომენდაციების შესრულებას შემდეგი ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშის ფარგლებში შეაფასებს, რის საფუძველზეც, დარღვევების გაგრძელების შემთხვევაში, შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები მე-8 მუხლის საფუძველზე, ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურებით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი
ახალი ამბები

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი

13:12 08-04-2026
თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved