სენაკში ორ მოზარდს დენმა დაარტყა, ისინი სასრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ზუგდიდის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემას Ipn-ი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდები ხიდზე გადადიოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს ხიდის ქვეშ გაჩერებული სატვირთო მატარებლის ცისტერნაზე ქუდი ჩაუვარდა. ისინი ვაგონზე გადაძრომის დროს ელექტრო სადენს შეეხნენ.
გამოცემის ცნობით, თვითმხილველების თქმით დაშავებულები კონტაქტურები არიან.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
კომენტარები