• რეკლამა
  • კონტაქტი
13:12, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) სტრატეგიული თანამშრომლობა

ალია ავტორი - ალია
13:00 07-14-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90

კერძო სექტორში ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკისა და გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად, თიბისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

თიბისის, როგორც ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტის, მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებს და იყოს გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების (ESG)პრინციპების წამყვანი მხარდამჭერი ქვეყანასა და რეგიონში.

 

ამისათვის, თიბისი წლებია ქმნის მწვანე და სოციალური დაფინანსების შესაძლებლობებს მდგრადი ბიზნეს მოდელებისა და პრაქტიკების მხარდასაჭერად, ზრუნავს თავისი თანამშრომლების ჩართულობასა და ქალების გაძლიერებაზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ახალგაზრდების განათლებაზე.

 

თანამშრომლობა თიბისისა და  UNFPA-ის საქართველოს ოფისს შორის გაზრდის შესაძლებლობებს, გააღმაოს და განამტკიცოს:

● ოჯახზე ორიენტირებული სამუშაო პრაქტიკის დანერგვა;
● გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიური ოჯახური პოლიტიკის ხელშეწყობა;
● თანასწორი მშობლობა და შვილების ერთობლივი აღზრდის ხელშეწყობა;
● ახალგაზრდებში ციფრული უსაფრთხოების ხელშეწყობა;
● ყველა ასაკობრივ ჯგუფში ქალებისა და გოგონების გაძლიერება.

 

თიბისის მდგრადი განვითარებისთვის – ბიზნესის, ტექნოლოგიების, განათლების, კულტურისა და საზოგადოების მხარდაჭერაში მნიშვნელოვანია ისეთი ძლიერი საერთაშორისო პარტნიორის ყოლა როგორიცაა გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA).

 

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მისიაა ხელი შეუწყოს მსოფლიოში ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ყველა ორსულობა სასურველია, ყველა მშობიარობა უსაფრთხო და ყველა ახალგაზრდა ადამიანის პოტენციალი – სრულად რეალიზებული. ამის მისაღწევად კი, UNFPA საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, მხარს უჭერს ოჯახზე მორგებული და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარებას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, რომელსაც სარგებელი მოაქვს, როგორც დასაქმებულების, ასევე დამსაქმებლებისათვის.

 

მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა – როგორც ეროვნულ დონეზე, ისე კერძო სექტორის მიერ განხორციელებული – მძლავრი იარაღია დისკრიმინაციული გენდერული ნორმების დასაძლევად და ოჯახზე ზრუნვისა და აუნაზღაურებადი შრომის გადანაწილებისთვის, რაც როგორც ქალებს, ასევე კაცებს, საკუთარი კარიერული და რეპროდუქციული მისწრაფებების რეალიზების საშუალებას აძლევს.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved