• რეკლამა
  • კონტაქტი
21:37, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კიდევ თუ ვერ გაიგებთ სალომეს ნათქვამს, მომმართეთ და გითარგმნით” – მერაბ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
20:02 07-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,064

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:

ორი დღეა ხან ერთი მხრიდან, ხან მეორე მხრიდან ისმის განსცხადბები, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონკრეტული პოზცია არ გამოხატა, არჩევნებიც დაგმო და ბოიკოტიცო და საბოლოოდ რას უჭერს მხარს ვერ გავიგეთო.
არადა, ყელაფერი ძალიან ნათლად თქვა:
„ ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი. არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც არის შემოგდებული ქართული ოცნების“ იმისთვის, რომ დააპირისპიროს ოპოზიცია,… მონაწილეობის მხარე ხომ წარუმატებლობით დამთავრდება. არ არსებობს ამ პირობებში გამარჯვების ფორმულა. პარტიები, რომლებიც მონაწილეობის მომხრეები არიან, არ აცხადებენ მათ ამბიციად, რომ გაიმარჯვებენ რეჟიმზე ან თუნდაც დაასუსტებენ რეჟიმს, არ ვიცი რა არის მიზანი, თუ ეს არის მათი პარტიული კონსოლიდაცია, ესეც არ მოხდება, უკვე მოყვა ისეთი დისკრედიტაცია, რომ კონსოლიდაციაც არ იქნება მომავალში. ვერაფერს ვერ მიაღწევენ, როგორც რეალურ შედეგს.“
რა არის აქ გაუგებარი? ცხადია,რომ ის არჩევნებში მონაწილეობის წინააღდეგია.
კი მაგრამ არც ბოიკოტი გვინდაო, რომ თქვა?
ბოიკოტი არ გვინდაო, არსად უთქვამს. ბოიკოტის კამპანია არ გვინდაო. ეს კი სხვადასხვა რამეა.
ერთია არჩევნებში პარტიების არმონაწილეობა (რაც თავისთავად არჩევნების ბოიკოტია) და სულ სხვაა „ბოიკოტის კამპანია“. „ბოიკოტის კამპანიის“ მიზანი უკვე არის ამომრჩეველმაც არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა ანუ უნდა დაიწყო სპეციალური კამპანაია და ხალხს მოუწოდო არ მივიდეს არჩევნებზე, რომ არჩევნებს ქონდეს კიდევ უფრო დაბალი ლეგიტმაცია.
ამაზე ამბობს, რომ ეს კამპანია არ გვინდა, რადგან არჩევნების შედეგები თუ ყლაბდება ამ ქვეყანაში, მიმსვლელთა რაოდენობა რატომ ვერ გაყალბდებაო? დაშინებით თუ აიძულებენ ხალხს „ოცნებას“ მისცეს ხმა, არჩევნებზე რატომ ვერ მიიყვანენ დაშინებითო. ამიტომ ეს კამპანია მარცხსთვის იქნება განწირულიო.
მოკლედ, რომ შევაჯამოთ სალომეს პოზიცია ასეთია: პარტიების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობა არის ხელისუფლების თამაშში, შეყოლა, ხოლო ხალხისთვის არჩევნებზე არ წასვლისკენ მოწოდება და საამისო კამპანიის აგორება, იქნება უშედეგო, ამიტომ სწორია არჩევნებში არმონაწილეობა და პროტესტზე და ერთიანობაზე კონცენტრირება.
სულ ესაა. კიდევ თუ ვერ გაიგებთ სალომეს ნათქვამს, მომმართეთ და გითარგმნით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved