• რეკლამა
  • კონტაქტი
09:38, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლილუაშვილმა გადაიბირა და აი, აქ კი მოსრიალდა, მას ჩაბარდა ქოლცენტრებისა და ნარკოტიკების ბრუნვიდან შემოსული თანხების კონტროლი” – გივი თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
19:15 07-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,159

ყოფილი პარლამენტარი, გივი თარგამაძე, რომელიც ამჟამად, ქართული ოცნების ციხეშია, წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო, სოციალურ ქსელში, წერს:

სანამ თითქმის ორი კვირის წინ მეთორმეტეში შემოვსახლდებოდი, კიდევ ორი კვირით ადრე, ანუ აქედან თითქმის ერთი თვის წინ ვიცოდი, რომ რიჟვაძის თავს წისქვილის ქვა ტრიალებდა.
ამას მეგობრებთან განვიხილავდით.
ჩემი სარწმუნო ინფორმაციით, მთელი ეს პერიოდი და სავარაუდოდ, საგრძნობლად მეტიც, რიჟვაძის მამა არაოფიციალურად ჰყავდათ დაპატიმრებული. ალბათ, უფრო დატუსაღებული, ვინაიდან ის ოფიციალურ სამართალდამცავ ან პენიტენციურ დაწესებულებაში არ იმყოფებოდა.
ჟარგონით, რომ ვთქვათ, ლევად ჰყავდათ გამოკეტილი და აკაჩავებდნენ.
აჭარისთვის მთლად ახალი ამბავი არაა – მაშინვე თენგიზ ასანიძე გამახსენდა, ასლანის პირადი პატიმარი, რომელიც სპეციალურ სატუსაღოში ჰყავდა გამომწყვდეული.
იმავე ინფორმაციით, წნეხი იყო იმდენად დაუნდობელი, რომ ჩემი შემოსახლების მომენტისთვის, რიჟვაძის ახლო ნათესავების და ბიძაშვილ-მამიდაშვილების ორი წრე უკვე გაქცეული იყო ქვეყნიდან.
ანუ, ეგზეკუცია ხორციელდებოდა არც თუ დაფარულად და შეიძლება ითქვას, დემოსნტრაციულად ღიადაც, ყველას რომ დაენახა და დაემახსოვრებინა.
ვინაიდან მთავარ აქტორს, რიჟვაძეს, არც თავი (თუმცა, ადამიანურ ენაზე სხეულის სულ სხვა ნაწილს მოიხსენიებენ ხოლმე), არც გონი ეყო იმის გასააზრებლად, რომ გაძრომის ერთადერთი შანსი ამბის ამ მოგუდული სივრციდან საჯარო სივრცეში გამოტანა იყო, ეს არც ვინმე სხვამ იკისრა.
ამგვარად მივიდა ეს გამოცხადებული დასჯის ქრონიკა კვანძის ლოგიკურ გახსნამდე. დანარჩენი დეტალებია.
რიჟვაძე კალაძის მხარდაჭერილი კადრი იყო დასაწყისში და კორუფციის ჩამჯდარ, კლასიკურ კალაპოტში მოძრაობდა. მოპარულ ფულსაც სწორად ანაწილებდა და არიგებდა საყოველთაო სიყვარულთან ერთად, ჩვენი „თოკოს“ ძახილთან, ფეხზე ადგომასთან და ტაშთან ერთად.
მაგრამ, ერთ დღესაც ის ლილუაშვილმა გადაიბირა და აი, აქ კი მოსრიალდა.
მას ჩაბარდა მისთვის ჯერ არნახული მასშტაბის ფულის – ქოლცენტრებისა და ნარკოტიკების ბრუნვიდან შემოსული თანხების კონტროლი. ეს იმდენად წარმოუდგენელი თანხაა, რომ არათუ ინტელექტუალურად საშუალოზე ქვემოთ, ბევრად ქვემოთ განვითარებულ თოკოს, არამედ ბევრად განვითარებულ ტიპსაც დააკარგვინებდა მუხრუჭებს. მანაც გააჭენა. მამამაც გაიხსენა წარსული და ახალი „ნავაროტკებიც“ დაამატა.
აი ამ შუა გაჭენებულზე უპს – ლილუაშვილი მოიხსნა და მაშინვე, ამოსუნთქვისთვის წუთის გარეშე, როგორც ურო თავში, მოვიდა „სპროსი“ უკიდურესად დაუნდობელი მეთოდებით და სრული ცაიტნოტის პირობებში – „ფული, აი ამდენი და ახლავე ან მაგრად ინანებ შენც და შენი ახლობლებიც“.
ალბათ რიჟვაძეს ძალიანაც უნდოდა მოთხოვნილი თანხის გაცემა, მაგრამ რაღაც დახარჯა, რაღაც სადღაც ჩადო, რაღაც სადღაც გაიტანა და მუდმივად მზარდი არაადამიანური წნეხის ფონზე კონცენტრირებაც ვეღარ მოახერხა, რათა მოეფიქრებინა, როგორ მოეგროვებინა ეს ფული და რაღაც მომენტში შეთანხმდა თავის თავთან, რომ ამას ვერ მოახერხებდა.
არ მგონია, თოკოს “ნათლია” ჰქონდეს ნანახი, უფრო, ჰა-ჰა „ლიცო სა შრამამ“, მაგრამ მისი ბედი კი ძალიან ჰგავს ნათლიას პერსონაჟის, პანტანჯელოს ბედს. მას აუხსნეს, რომ როგორც ძველ რომში, იმპერატორისთვის უკვე მიუღებელ ტიპს, მიეცა რამდენიმე დღე საგარეჯოში, რომ დრო გაატაროს, ბოლო სურვილები შეისრულოს, შემდეგ კი დატოვოს წუთისოფელი, სამაგიეროდ კი იმპერატორი მის ოჯახს არა მხოლოდ არ დასჯის, ნორმალური ცხოვრების საშუალებასაც მისცემს.
ვინ იკისრა კონსელიერის, ტომ ჰეიგანის როლი, რომელმაც ეს ყოველივე აუხსნა? ახვლედიანმა?! რატომაც არა, მას არაერთხელ მოურგია ეს როლი.
რაშიც დარწმუნებული ვარ, წერილი დაუწერეს, რადგან მასეთი წყობის წერილს რიჟვაძე ვერ დაწერდა და ეს ყველამ იცის. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ წერილი წაუკითხეს და აუხსნეს, რომ ეს იქნება მისი გამოსამშვიდებელი ფურცელი.
რაც შეეხება დასკვნით აქტს – ხელი აუკანკალდა თუ მაინც იფიქრა, ცოტა მოღრეცილად ვისვრი, ეგებ გადავრჩე და მერე ეგებ რა იცი, გამოვძვრე კიდეც; ან იქნებ ვერ გაბედა და სხვამ შეუსრულა, რაც მგონია და მაგიტომაც არ აქვს ნასროლი თავში, ვინაიდან თავში ნასროლზე თავად ქნა თუ სხვამ, ბევრად ადვილად ჩანს. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარი არაა. ასე იყო, თუ ისე, შეუსრულეს.თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი ამ ეტაპზე ძალიანაც ადეკვატურია. ის ბოლოს, როგორც მინიმუმ, წინააღმდეგობას აღარ წევდა.
რიჟვაძეს, რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მართლა მხეცი კი არ ვარ, მაგრამ აქ ჩემი ემპათია იწურება. ქოცებზე სასტიკი მის მიმართ მაინც ვერ ვიქნები. ისინი ხომ ნამდვილი გიენებივით არიან, რაც არ უნდა თავისიანი და ახლობელი იყოს, ერთი ფეხი თუ დაუცდა, ეგრევე ესევიან და გლეჯენ ხორცებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved