• რეკლამა
  • კონტაქტი
23:03, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“4 წევრი ვართ პარტია “ლელოდან” დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? ჩემს ღირსებას ვინც შეეხება, იმას აუცილებლად მოვთხოვ” – ვეფხვია კასრაძე

ალია ავტორი - ალია
18:02 07-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
124

“მეც კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ამ არჩევნებში მონაწილეობის, მაგრამ როცა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიჭირეს, დავრწმუნდი, თუკი ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა უნდოდა ხელისყფლებას, არ დააკავებდნენ”- ამის შესახებ სინდისის პატიმარმა, ვეფხია კასრაძემ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

4 წევრი ვართ პარტია “ლელოდან” დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – მიმართა პროევროპული აქციების მონაწილემ იმ ადამიანებს, რომლებიც “ლელო-ძლიერ საქართველოს” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს:

ქალბატონო თამარ, მოგეხსენებათ, პარტია “ლელოს” წევრი ვიყავი ახლა გენმდივნის მოადგილედ დავინიშნე. მადლობაც არ გადამიხდია ჩემი გუნდისთვის, ერთი რამე მინდა გითხრათ ჩემო თანაგუნდელებო, ჩემთვის ეს არ იყო სასიხარულო, ნებისმიერი დაწინაურება ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ეს ტვირთი დიდი ხანია ჩემს თავზე მაქვს აღებული, ამას სამშობლოს ტვირთი ჰქვია და ვიბრძვი ჩემი სამშობლოსთვის.

გაგიკვირდებათ და 12 წლიდან ვიბრძვი, ჩემთვის პირველ კლასში იფეთქა თავისუფლების სურვილმა, ყელსაბამი დავხიე…

ცხინვალის თეატრში მსახიობად მიმიწვიეს, მთავარი როლი ვითამაშე, ჩემს სულში აფეთქება მოხდა და გააღვიძა ჩემს სულში ქართული, 17 წლის ასაკში ეროვნულ მოძრაობაში ჩავერთე, 18 წლის ასაკში რუსულ ჯარში ვიყავი და აჯანყება მოვახდინე, ამას მოჰყვა ქართული გვარდიის შექმნა.

ეს რასაც უბრალოდ ვყვები, დიდ თავდადებას მოითხოვდა. 21 წლის ასაკში 3 ომი მქონდა გამოვლილი და 20-ჯერ მაინც აშკარა სიკვდილს ვიყავი გადარჩენილი, ტყვეობაში მომიწია ყოფნა, აღარ ვიტყვი 8 აგვისტოს ომზე, მე გამოვიყვანე მოსახლეობა როცა სამწუხაროდ, იმ ხელისუფლებამ მიგვატოვა.

ჩემნაირ ადამიანს მოღალატეს ეძახიან და პარტია “ლელოს” მოღალატეებს ეძახიან თურმე, იმის გამო, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას.

მამუკას შევფიცე ძმობა და შინდისის გმირების მემორიალთან მაქვს ფიცი მიცემული, რომ ამ ქვეყანას ჭაობიდან გამოვიყვანთ, მზად ვარ, ჩემი სამშობლოსთვის თავი დავდო.

აუცილებლად დადგება განაჩენი და ჩვენ მოგვისჯიან, ამისთვის მზად უნდა იყოთ. ვერავის მოვუწოდებ ბოიკოტისკენ და ვერც არჩევნებისთვის, მე ჩემი არჩევანი გაკეთებული მაქვს და ჩემი პარტიის გვერდით ვიდგები, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ. მეც კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ამ არჩევნებში მონაწილეობის, მაგრამ როცა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიჭირეს, დავრწმუნდი, თუკი ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა უნდოდა ხელისუფლებას, არ დააკავებდნენ.

4 წევრი ვართ პარტია “ლელოდან” დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? ჩემს ღირსებას ვინც შეეხება, იმას აუცილებლად მოვთხოვ.

“ლელო” არის ჩემი ოჯახი, როგორც ეს ბიჭები და თქვენ გახდით. არავის ვესხმით თავს და თუკი განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი, არ ამალაპარაკონ. არასდროს არავისთვის არაფერი წამომიძახებია. 

ისევე მინდა ვუყვარდე ჩემს სამშობლოს, როგორც მე მიყვარს ის. მე ნებისმიერ სტრატეგიას პატივს ვცემ, ხელისუფლების შეცვლის ორი შესაძლებლობაა, არჩევნების და რევოლუციის გზით, დღევანდელ სიტუაციაში ჩვენი არჩევანი ძალიან რისკიანია, მაგრამ ქართველებს უამრავი ბრძოლა გვაქვს ისტორიულად მოგებული, ჩვენ ჩვენი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა ვიბრძოლოთ. სახელმწიფო გადატრიალებას რა მოყვება, ამაზე იღებს ვინმე პასუხისმგებლობას? არავის მოვუწოდებ ციხეში იჯდეს, ჩვენც არ უნდა ვიჯდეთ, მაგრამ ასე მოგვიწია. 

მადლობა უფალს, ერთი ციხე არ მქონდა ნანახი და ესეც ვნახე, ჯოჯოხეთი მაქვს გამოვლილი, მაგრამ არავისთვის მითქვამს, მე ვიბრძოდი და შენ რატომ არაო”,- განაცხადა  “ლელო-ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივნის მოადგილემ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved