წუხელ ნარკოდანაშაულის ბრალდებით გიორგი ხარებაშვილი, იგივე რეპერი “ჯოკერი” დააკავეს. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
მისი ჩხრეკა ლისის ტბის მიმდებარედ ჩატარდა. მედია წერდა, რომ პირს დიდი დოზით ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, თუმცა, არ წერდა, ვინ მიაწოდა მას ეს ინფორმაცია.
განახლება:
8 ივლისს, “ალიას” დაუკავშირდა გიორგი ხარებაშვილის ახლობელი, რომელიც გვიყვება, რომ ტყუილია, თითქოს დიდი დოზით ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება და რომ “ჯოკერი” მალევე გაათავისუფლეს.
კომენტარები