• რეკლამა
  • კონტაქტი
09:51, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

ალია ავტორი - ალია
21:54 07-03-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
204

კარს არავინ ყიდულობს მოდის მიხედვით. აი, 2024 წელი იყო დრაკონის წელი და ჩავსვი ალისფერი კარი და 2025 წელია გველის წელი და ჩავსვამ მოცისფრო–მომწვანო ფერის კარს – გსმენიათ ვინმე ოდესმე ასე გეგმავდეს კარის დაყენებას? – როგორც წესი, არა. პირიქით, როცა შესასვლელ კარს ამონტაჟებენ, მერე იშვიათად მას მალევე მიუბრუნდნენ, როგორც წესი, კარგა ხანს არ ცვლიან. ნებისმიერი, ნორმალური კარის მთავარი ამოცაანაა მინიმუმ 2 ათეული წელი მაინც კარგად გემსახუროს. შემოსასვლელი კარი გიცავს შენ და შენს ოჯახს, ის უნდა იყოს სიმშვიდის გარანტია. 

დღეს მოგიყვები, როგორ შეარჩიო ხარისხიანი კარი და როგორ ამოიცნო ლამაზად შეფუთული მარკეტინგული ხრიკები.  

სისქე

პირველ რიგში გეტყვი, რომ როგორი სისქისაც უნდა იყოს, მეტალის კონსტრუქცია გეომეტრიულად გამართული უნდა იყოს, სრულად უნდა შეესაბამებოდეს მეტალისვე ჩარჩოს და ჩარჩოსა და კარს შორის ადგილი არ უნდა რჩებოდეს. კარი ჩარჩოში იდეალურად უნდა იჯდეს, არა – კარგად, არა – ნორმალურად – არამედ, იდეალურად. 

რამდენად რთულია შენი შემოსასვლელი კარის ფეხის ერთი დარტყმით დაზიანება, ან რკინის ერთი პატარა ნაჭრით შენგრევა, ან რამდენად ადვილად შეიძლება გაიბურღოს –ამაზე რკინის კარის პირველი ფენაა პასუხისმგებელი. მაგალითად, ერთ ან 2 მილიმეტრიანი ფოლადის ნაჭრის გაჭრა, დაზიანება საკმაოდ მარტივია. შეგიძლია თავადაც მოსინჯო. ამისთვის აუცილებელი არაა ცხადია, შენი ან ვინმეს რკინის კარი დააზიანო, აიღე 1 მილიმეტრის სისქის რკინის ნაჭერი და სცადე მისი გაჭრა, გაღუნვა, შემდეგ აიღე 3 მილიმეტრიანი და მაშინაც კი, თუ ფიზიკურ ძალასა და მოხერხებას არ უჩივი, ნახავ, რომ ბევრად რთულია და დიდ დროს მოითხოვს. აი, თუ 5 მილიმეტრიანი, ან 6 მილიმეტრიანი სისქის ფოლადის ნაჭერს აიღებ, ალბათ, უკვე წინასწარ ხვდები, რომ შეუძლებელს შეეჭიდე. 

რომ შევაჯამოთ, კარი, რომლის პირველი ფენა 3 მილიმეტრზე ნაკლებია, ძალიან ადვილად დაზიანდება, 3 მილიმეტრზე მეტი სისქის ფოლადის დასაზიანებლად კი, უკვე ელექტრო ხელსაწყოებია საჭირო.

ალბათ, იკითხავ და ბურღის შემთხვევაში? –  კი, ბატონო, შესაძლოა 5 მილიმეტრიანი რკინაც გაიბურღოს, ოღონდ, ბევრად მეტი დროა საჭირო, ბევრად მეტი დროით უნდა იხმაურონ და ალბათობა იმისა, რომ შეუმჩნევლად და სწრაფად მოახერხებენ მის გაბურღვას და ბინაში თუ ოფისში შეღწევას, უკვე ძალიან დაბალია. აი, 3 მილიმეტრამდე სისქის მასალით დამზადებული კარი კი, საბურისით (მანტიროვკით) შეიძლება დააზიანო, თან სპეციალური ცოდნის და გამოცდილების გარეშე. 

ჩარჩო და დეფორმაციისადმი მდგრადობა

როცა ბინას ახალაშენებულ კორპუსში ყიდულობ, უნდა გესმოდეს, რომ ასე ვთქვათ, სახლი შეიკუმშება, ეს შეიძლება მოყვეს გრუნტის დაჯდომას, მაგალითად. პირველ რიგში დეფორმირდება რკინის კარის ჩარჩო, შემდეგ უკვე საკეტის გაღება–ჩაკეტვა გართულდება, შეიძლება ერთ დღესაც ისე გაიჭედოს, გასაღებით ვეღარც გახსნა. 

შეიძლება გაიფიქრო, რომ შენი კარი არაა დეფორმირებული, მაგრამ დაფიქრდი, რამდენი თქვენგანის კარი „ჭედავს“ და არ იღება და იკეტება თავისუფლად? რამდენი თქვენგანის კარს უნდა მიაწვე მხარით, რათა გაიღოს ან დაიკეტოს? ან სახელური უნდა წამოწიო ჯერ ზემოთ და შემდეგ უნდა გადაატრიალო გასაღები? საქმე იმაშია, რომ კარის ჩარჩოს დეფორმირება რამდენიმე მილიმეტრითაც კი პრობლემაა და როგორც წესი, ამ მცირე ცვლილებას პროფესიონალი ამჩნევს მხოლოდ.  

ამიტომ, მნიშვნელოვანია კარი იყოს სქელი და ჩარჩოს იდეალურად მორგებული, რათა ან არ დეფორმირდეს, ან ნაკლებად დეფორმირდეს. კარგი ამბავი ისაა, რომ თუ კარი და ჩარჩო ხარისხიანია, ამ პრობლემის დროს, კარის გამოცვლა შეიძლება არც გახდეს საჭირო ისე აღმოფხვრას პროფესიონალმა პრობლემა. 

მექანიკური დაზიანება

1 ან 2 მილიმეტრიანი სისქის ლითონით დამზადებული რკინის კარის გაღუნვა, ერთი ძლიერი დარტყმითაც შესაძლებელია, შეიძლება შემთხვევითაც, მაგალითად, მეზობელმა ახალი ავეჯი იყიდა და მუშებმა სწორედ შენს კარს მოახვედრეს მისი ნაწილი.

დაიმახსოვრე, იმ შემთხვევაში, თუ 1 მილიმეტრითაც კი გაიღუნა კარი, არ იფიქრო, რომ აი, მხოლოდ ცოტათი და მხოლოდ ერთი ნაწილია გაღუნული და მერე რა მოხდა – არა, ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე პატარა მექანიკური დაზიანება ითრევს მთელ კონსტრუქციას კარისას, მთელი კონსტრუქცია იცვლება იგივე, ან მეტი მანძილით. ესეც ერთ–ერთი მიზეზი ხდება შემდგომ იმისა, რომ კარი ცუდად იღება ან იკეტება, რადგან, როგორც უკვე ორჯერ ვთქვი, კარი იდეალურად უნდა იყოს მორგებული ჩარჩოს. 

კარკასი და სიმკვრივე

იცი, შენი კარის კარკასი რამდენ ნაჭრიანია? გინდა იყიდო და გეუბნებიან, რომ კარის კარკასი არის 5 ნაჭრიანი, 8 ნაჭრიანი, 12 ნაჭრიანი და ფიქრობ, აი, რაც მეტი, უკეთესი, ხომ? – სწორედ ესაა ერთ–ერთი მარკეტინგული ხრიკი. 

არადა, მთავარი მათი რაოდენობა კი არა, განლაგებაა და ის, თუ რა მასალით მზადდება. 

როგორც წესი, მწარმოებლები რკინის კარს მხოლოდ ვერტიკალურ ჭდეებს უკეთებენ, ბაზარზე მზა კარების უმრავლესობა ასეთი გვხვდება, არადა, კარგი ხარისხის კარს სჭირდება, როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური ჭდეები. ეს ჭდეები ხომ სიმკვრივეზეა პასუხისმგებელი? – ლოგიკურად რომ დავფიქრდეთ, კარს მხოლოდ ვერტიკალურად სჭირდება სიმკვრივე? თუ კარს მხოლოდ ვერტიკალური სიმკვრივისთვის აქვს ჭდეები, ცხადია, მისი დეფორმირება ვერტიკალურად რთული იქნება, მაგრამ აი, ჰორიზონტალურად, უკვე ბევრად მარტივი. ამიტომ, კარის კარკასზე ჭდეები აუცილებლად უნდა იყოს როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური.

არანაკლებ მნიშვნელოვანია რითია დამზადებული და როგორაა დამზადებული. კარკასი სასურველია დამზადებული იყოს 3 და მეტ მილიმეტრიანი მასალისგან, სასურველია, ლითონის შიდა მასალას იყოს მასიური, მაგალითად, ანუ, არ იყოს მილები, რომელსაც შიგნიდან სიცარიელე აქვს.

კიდევ ერთი მარკეტინგული ხრიკია, როცა გეუბნებიან, რომ აი, შენი კარის კარკასი 12 ნაჭრიანია და ამიტომ ხმის დამცავი ფუნქცია აქვს. ამ შემთხვევაში რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია სიმჭიდროვე! მინიმუმ –  40 კილოგრამი კუბომეტრზე. 

ანჯამები

ანჯამა კარის ის ნაწილია, რომელიც ყველაზე დიდ დატვირთვას უძლებს, მუდმივად მოქმედებაშია, ყოველი გაღებისას და დაკეტვისას.

თუ პროფესიულად, ჩვენგან ნასწავლი რჩევებით დააკვირდები მზა კარს, ბოლო პერიოდში, დაინახავ რომ 40 კილოიანი კარი, რომელიც არის 2 მილიმეტრიანი სისქის ლითონისგან დამზადებული, 3 ანჯამითაა დამაგრებულია – ესეც ის მარკეტინგული ხრიკია, რომელსაც მწარმოებლები დაბალხარისხიან, მოდი, პირდაპირ ვიტყვი და უხარისხო კარის გასაყიდად იყენებენ. 

3 ანჯამა რომ გამოიყენო, კარის სიმძიმე უნდა იყოს 100 და მეტი კილო, 100 კილოზე მეტი წონის კარს აუცილებლად სჭირდება 3 ანჯამა. ყველა სხვა შემთხვევაში, ეს მხოლოდ ხრიკია, რათა მდიდრულად, ხარისხიანად გამოჩნდეს. 

საკეტი

გასაღების ადგილი ყველაზე სუსტი ადგილია – ის უნდა იყოს საიმედოდ დაცული. შეიძლება შიგნიდან დაუყენდეს დამცავი 10–18 მილიმეტრამდე სისქის, შეიძლება რამდენიმე დამცავი დამონტაჟდეს, მაგალითად, ერთი ფენა იყოს წვის საწინააღმდეგო, მეორე ბურღის შემაფერხებელი ფირფიტა და ა.შ. 

გემოვნების ამბავია, მაგრამ ცილინდრული საკეტი, ვფიქრობ, უალტერნატივოდ მუშაობს, ვიდრე ბერკეტული. არსებობს მითი, რომ ბერკეტული ტიპის საკეტის გატეხვა ბევრად რთულია, ეგაც ხრიკი და მითია. ორივეს გატეხვა შეიძლება, ისევე როგორც ორივეს დაცვის მექანიზმები არსებობს და ვერც ერთი საკეტი ვერ უშველის, უხარისხო კარს.

ჯერ ერთი, ბერკეტული ტიპის კარის გასაღები დიდი ზომისაა და ჯიბით სატარებლად ძალიან მოუხერხებელი, თუ დაგეკარგება, მთლიანად უნდა გამოცვალო საკეტი, როცა ცილინდრულის შემთხვევაში, მხოლოდ ცილინდრს გამოცვლი. გარდა ამისა. ცილინდრული საკეტი მეტად გერმეტულია.

კიდევ ერთი მითია, რომ კარგ კარს ორივე ტიპის საკეტი უნდა ჰქონდეს – რაში სჭირდება 2 მილიმეტრიანი ლითონისგან დამზადებულ კარს 2 საკეტი? 5 საკეტიც რომ ჰქონდეს, თუ ფეხის ერთი დარტყმით შეიძლება გაიღუნოს, რა მნიშვნელობა აქვს? დააკვირდი, უმეტესად, მზა, დაბალბიუჯეტურ კარებს ორი საკეტი აქვს – დიახ, ესეც მარკეტინგული ხრიკია.

აქვე იმასაც გეტყვი, რომ ცილინდრული ტიპის საკეტითაც შეიძლება ორი ტიპის დამკეტი მოარგო კარს. 

საკეტები ბაზარზე ბევრნაირი გვხვდება, ისევე, როგორც კარი, თუმცა, არის კომპანია, რომელიც საუკეთესო ცილინდრულ საკეტს ამზადებს, მეორე, ასევე უცხოური კომპანია კი – ბერკეტული ტიპის საკეტის საუკეთესო მწარმოებელია და ამაზე შემდეგ მასალაში მოგიყვები.  შემდეგში გიამბობ იმასაც, თუ რა მასალით სჯობს გარედან დაფარო შენი რკინის კარი, თუ არ გსურს, რკინის ფაქტურა ჩანდეს. 

თუ ერთხელ მაინც ხარ ნამყოფი მაღაზიაში კარის ასარჩევად, მიხვდები, რომ ამ მასალის შემდეგ, შენ კარის გაყიდვების მენეჯერზე მეტი იცი. შენ იმდენი იცი უკვე, რომ თავისუფლად შეგიძლია პროფესიონალი გაარჩიო არაპროფესიონალისგან, უკვე თავისუფლად შეგიძლია, თავად დაგეგმო, როგორი იყოს შენი კარი და მხოლოდ ერთიღა დარჩა, პროფესიონალის პოვნა. 

თუ კარს დაკეტვისას მხრით აწვები, თუ გაღებისას, საკეტი ჯერ ზემოთ უნდა წამოსწიო და მერე გამოსწიო, თუ მიჯახუნება, პრაქტიკულად, მირტყმა გიწევს კარის რომ დაკეტო, ესე იგი – შენ ახალი კარი გჭირდება, რომელიც ჩემი გამოცდილებით, სჯობს დაამზადებინო, რადგან ზუსტად იცოდე, რამდენად მტკიცე კარკასითაა დამზადებული, რა დაცვა აქვს საკეტს და არ წამოეგო იმ მარკეტინგულ ხრიკებს, რომლებზეც გიამბე. 

ბარემ, მადლს მარილსაც მოვაყრი და გეტყვი, სად შეძლებ ამ ცოდნის გამოყენებას, ისე, რომ არც ბევრი სიარული მოგიწიოს და არც ბევრი ძებნა – ერთ გვერდზეა თავმოყრილი განცხადებები იმ პირთა, რომლებიც რკინის კარს დაგიმზადებენ ხარისხიანად, პროფესიონალურად და ისე, რომ წლობით იგრძნო სახლში თავი დაცულად. 

 არ დაგავიწყდეს დატოვო კომენტარი, მას, ვისაც ეს მასალა არ უნახავს და ამდენი არ იცის, ძალიან დაეხმარები არჩევაში. 

(R)

 

თეგები: რკინის კარირკინის კარის დამზადება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved