• რეკლამა
  • კონტაქტი
15:38, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პასუხი ცრუ ბრალდებებს – ზურაბ სიხარულიძის ღია წერილი მიხეილ სარჯველაძეს

ალია ავტორი - ალია
16:02 07-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
241

ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე:

 

ღია წერილი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ მიხეილ სარჯველაძესა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს

მოგმართავთ, როგორც კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი, რათა საზოგადოებას მივაწოდო სრული და ობიექტური ინფორმაცია იმ უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებებსა თუ ბრალდების შემცველ განცხადებებზე, რომლებიც გაჟღერდა კერძო კლინიკების მისამართით, მათი საქმიანობის შესახებ.
მოგახსენებთ, რომ ეს განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს და შეურაცმყოფელია იმ პროფესიონალი გუნდისა, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურება პაციენტებს მაღალი ხარისხის სერვისით.

1. რეგულირების საკითხი:
ჩვენი პროგრამა ფუნქციონირებს 2016 წლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 2023 წელს შემოვიდა რეგულირების სააგენტო შემოწმებაზე, და ისიც მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტის ნაწილში. ამ ხნის განმავლობაში არცერთხელ არ შემოწმებულა მედიკამენტების შენახვის, გაცემის ან ხარჯვის პროცედურები. შესაბამისად, არასწორია განცხადება, თითქოს რაიმეს ვმალავთ.

2. ინფორმაციის მიწოდება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან (NCDC):
ყველა ახალი ბენეფიციარის მონაცემი რეგულარულად აისახება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბაზაში, და ყოველწლიურად ვაწვდით მონაცემებს ჩატარებული ვიზიტების, დოზების და პაციენტების რაოდენობის შესახებ.

3. ინფორმაციის მიწოდება სამინისტროსადმი:
შესაბამისი მონაცემების გაუგზავნელობის ბრალდება ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. სამინისტრომ თავად ვერ უზრუნველყო ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა, მიუხედავად მრავალჯერადი მცდელობისა ჩვენი მხრიდან. ბაზა დღემდე არ ამოქმედებულა, რაც არ არის კლინიკების ბრალი.

4. ანალგეტიკების ხარჯვის შესახებ:
ჩვენ ყოველ კვარტალში ვაწვდით სამინისტროს დეტალურ მონაცემებს – რამდენი მედიკამენტი დაიხარჯა, რა მარაგები გვაქვს, და რა შესყიდვები განვახორციელეთ. ინფორმაცია მწყობრია და გამჭვირვალე.

5. დანაშაულის შემთხვევებზე განცხადებები:
არ შეესაბამება სიმართლეს, რომ ჩვენს პროგრამაში დაფიქსირდა რაიმე სახის დანაშაულებრივი ფაქტი. არცერთხელ, არსად არ დაფიქსირებულა ჩვენი მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა, განსხვავებით სახელმწიფო პროგრამებისგან, სადაც მართლაც გამოვლინდა მეთადონის არალეგალურ ბრუნვაში მოხვედრის არაერთი ფაქტი.

6. ინფორმაციის დამალვაზე ბრალდება:
ჩვენ არასდროს დაგვიმალავს რაიმე ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროსთვის, გარდა პაციენტების პერსონალური მონაცემებისა, რაც კანონით დაცულია. ყველა სხვა ინფორმაცია სამინისტროს სრულად აქვს მოწოდებული.
7. სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები:
250-ზე მეტი ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში პირნათლად ემსახურებოდა ამ პროგრამას, ამ გადაწყვეტილებების შედეგად დარჩება უმუშევარი. ეს არ არის მხოლოდ კლინიკების პრობლემა — ეს სოციალური პრობლემაა.

8. სერვისის ხარისხი და შესაბამისობა:
ჩვენს პაციენტებს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის, სახელმწიფო სტანდარტებთან და ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამის სერვისს. ეს დასტურდება სამინისტროსვე მხრიდან გაცემული შეფასებებითა და დოკუმენტებით.

9. მედიკამენტების შემოტანის პროცესში დარღვევები:
ჩამანაცვლებელი მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანა არ ხორციელდებოდა ჩთ სერვისის განმახორციელებელი კერძო კომპანიების მიერ. მედიკამენტი შემოქონდა თქვენ დაქვემდებქრებაში მყოფი სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, შესაბამის იმპორტიორ ორგანიზაციას. გარდა ამისა, სრულიად გაურკვეველია უკანასკნელ პერიოდში რა პრივილეგიებით სარგებლობდა ახალი იმპორტიორი ორგანიზაციები.

10. პროფესიული პატივის დაცვა:
ჩვენ ვერ მივიღებთ განცხადებებს ჩვენი უპასუხისმგებლობის და ან არაკეთილსინდისიერების შესახებ. ასეთი განცხადებები საჭიროა იყოს გამყარებული ფაქტებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აზიანებენ როგორც პროფესიულ რეპუტაციას, ისე პაციენტების მიმართ ნდობას.

11. ჩანაცვლებითი თერაპიის დანიშნულება:
გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ: ჩანაცვლებითი თერაპია არ ემსახურება პაციენტების “განკურნებას”, როგორც ეს არაერთხელ არასწორად იქნა განმარტებული, ეს არის ზიანის შემცირების მძლავრი ინსტრუმენტი — იგი ამცირებს ზედოზირების, ინფექციების გავრცელების, კრიმინალისა და სოციალური მარგინალიზაციის რისკებს. ხოლო რეაბილიტაცია და მკურნალობა — სხვა ეტაპებია, რაც საჭიროებს სხვა მიდგომებს და ბიუჯეტურ დაფინანსებას.

⸻

მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამინისტროს:
ისარგებლოს ფაქტებით, ობიექტურად შეაფასოს პროგრამების საქმიანობა და თანამშრომლობის გზით მოვაგვაროთ არსებული პრობლემები — ჯანდაცვაში ჩართულთა, პაციენტების და მთლიანად საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ.

მოგიწოდებთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში გავმართოთ დებატები, რათა საზოგადოება იყოს სწორად ინფორმირებული ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის არსის შესახებ და არგუმენტირებულად, ფაქტებზე დაყრდნობით მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია რა არის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების დახურვის რეალური მიზეზი.

ასოცირებული პროფესორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved