“4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ” – ასეთი წარწერა ჰქონდა ხელში დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფ სინდისის პატიმარს, საბა ჯიქიას მთელი სხდომის განმავლობაში.
მედიისთვის დაწესებული აკრაძალვების გამო, დღეს ჟურნალისტებმა პროცესის გადაღება ვერ შეძლეს, მეტიც, შვილისთვის ფოტოს გადაღების გამო, ლამის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს საბა ჯიქიას დედაც.
სინდისის პატიმარი, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, დღეს ელოდა, რომ მის საქმეზე დღეს მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებდა, თუმცა თამარ მჭედლიშვილმა განაჩენის გამოცხადება 10 ივლისისთვის გადადო.
კომენტარები