ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, “ოცნებამ” მასთან დაახლოებული ბიზნესმენი, ნოშრევან ნამორაძე საზღვარზე არ გაუშვა.
მისივე განცხადებით, ნამორაძის გარდა, ივანიშვილი სხვა ბიზნესმენებსაც “მიადგა” – “ამ ბიზნესმენებს ეუბნებიან, ფული მოიტანე ჯიგარო”.
ნოშიკო ნამორაძე “ქართული ოცნების” მეხოტბე იყო, მაგრამ მე ვიცი, რომ ახლა პრობლემები აქვს. მათ შორის, ჩემი ინფროამციით, ნოშიკო ნამორაძე საზღვარზე არ გაუშვეს. რავიცი, გამოჩნდეს და თავად თქვას თუ არ აქვს პრობლელები. როცა არ ჰქონდა, ხომ გამოჩნდებოდა ხოლმე, ილანძღებოდა და აგინებდა წინა ხელისუფლებას. რავიცი, მე ამ ბიზნესმენზე ეს ინფორმაცია მაქვს. სხვა ბიზნესმენებსაც მიმდგრები არიან და ეუბნებიან, “ფული მოიტანე ჯიგარო”. ივანიშვილი ასე უყურებს, რომ აქ რა ფულსაც შოულობენ, მისია”, – განაცხადა ხაბეიშვილმა „ტვ პირველზე“
კომენტარები