• რეკლამა
  • კონტაქტი
21:50, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მერიამ ბოლო წლებში სკოლამდელი განათლების მიმართულება მილიარდ ნახევარი ლარით დააფინანსა

ალია ავტორი - ალია
20:40 06-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
499

„სკოლამდელი განათლების მიმართულება ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ის, მთლიანობაში, მილიარდ ნახევარი ლარით დაფინანსდა“, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ დღეს დედაქალაქის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ოპერირებას უწევს 190 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღს, სადაც რეგისტრირებულია 60 000 აღსაზრდელი.

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო, რომ ბაღებში თანამედროვე სტანდარტისთვის მიგვეღწია, ამიტომ აქტიურად დავიწყეთ ახალი ბაღების მშენებლობა, რომელიც თვისობრივად განსხვავდება ძველისგან და ყველა იმ საჭირო ინვენტარს მოიცავს, რაც თანამედროვე ბაღს სჭირდება. ამ წლებში თბილისში აშენდა და გაიხსნა 26 საბავშვო ბაღის ახალი შენობა; სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები ჩაუტარდა 14 ბაღის შენობას; 8 ბაღში ჩატარდა სრულყოფილი სარემონტო სამუშაოები; დაიწყო და მიმდინარეობს 6 საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა და 2 ბაღის ავარიული შენობების სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე დედაქალაქში არსებული ყველა საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტს არ დააკმაყოფილებს.

მისივე თქმით, გარდა ინფრასტრუქტურული მიმართულებისა, სააგენტო მუშაობს სერვისის ხარისხის ამაღლებაზეც.

„ბაღებში უკვე დავნერგეთ სურსათის უვნებლობისა და კვების უსაფრთხოების მაღალი საერთაშორისო სტანდარტი HACCP; დაინერგა ვიდეოსამეთვალყურეო და ხანძარსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემები; ყველა ახალ ბაღში ლიფტებია შშმ პირთათვის; დაინერგა ავეჯის განთავსებისა და რესურსული მასალების ხარისხის კონტროლის სტანდარტი“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

გარდა ამისა, ანდრია ბასილაიას თქმით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომელთა შორისაა საზაფხულო ბაღები, რომლის რაოდენობა გაიზარდა 40-იდან 55-მდე და პროექტით სულ 20 000 აღსაზრდელი სარგებლობს. ამასთან, მისივე განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო უკრაინიდან ლტოლვილმა 1 000-ზე მეტმა ბავშვმა 3 სპეციალიზებულ ბაღში მიიღო სკოლამდელი განათლებისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისი.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved