• რეკლამა
  • კონტაქტი
08:45, შაბათი, 4 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართული ოცნება” ტელეკომპანია „თრიალეთის“ დახურვას აპირებს!“

ალია ავტორი - ალია
16:26 06-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
372
ტელეკომპანია „თრიალეთი“ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ „ქართული ოცნება“ დახურვას უპირებს:
„ქართული ოცნება” თრიალეთის დახურვას აპირებს!
დღეს, 30 ივნისს, ტელეკომპანია „თრიალეთის“ ანგარიშებს, შემოსავლების სამსახურმა, 10-15 წლის წინანდელი, გაყინული დავალიანების გამო, ინკასო დაადო.
ინკასოს დადება, ნიშნავს, რომ ისედაც ფინანსურ კრიზისში მყოფი ტელეკომპანია, ვეღარ გადაიხდის ელექტოენერგიის, ინტერნეტის, სიგნალის გავრცელების თანხას, ვეღარ გასცემს ხელფასებს და შედეგად, ტელევიზია და რადიო გაუქმდება.
ივნისის თვეში, ტელეკომპანია „თრიალეთის“ გადაცემებში, რამდენჯერმე გაშუქდა, საქართველოს სუსის უფროსის ანრი ოხანაშვილის მიერ, კლასელის და მეჯვარის, კოტე ბუზალაძის, გორის მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა. „თრიალეთის“ თოქ-შოუს სტუმარმა, კახა კუკავამ, გააკრიტიკა პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი და სხვები.
აღნიშნულის შემდეგ, შიდა ქართლის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სავარაუდოდ სუს-ის დავალებით, აეკრძალათ „თრიალეთის“ ეთერში სტუმრობა და ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემა!
ამავე დროს, შურისძიების მიზნით, სავარაუდოდ კობახიძის და ოხანაშვილის დავალებით, მოხდა „თრიალეთის“ ანგარიშებზე ინკასოს დადება!
ტელეკომპანია “თრიალეთის” დავალიანების დაგროვების უპირველესი მიზეზი იყო, წინა ხელისუფლების ბრძოლა ტელეკომპანიის მიმართ. ზეწოლები განსაკუთრებით გააქტიურდა, როდესაც „თრიალეთი“, გარკვეული რისკების ფონზე, პირველი დაუდგა მხარში ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“.
მიუხედავად მხარში დადგომისა, “თრიალეთის” წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელა, “ქართული ოცნების” პირველმა გუბერნატორმა შიდა ქართლში, რომელმაც ორ წელზე მეტი თანამდებობაზე ყოფნა, მხოლოდ “თრიალეთის” წინააღმდეგ ბრძოლას შეალია.
შემდეგ წლებში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან, “თრიალეთს” ებრძოდა ბევრი ის ადამიანი, “ნაციონალების” ხელისუფლებაში, “თრიალეთს” რომ მტრობდნენ.
კომპანიის მძიმე პერიოდი იყო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, რამაც გამოიწვია კომპანიაში არსებული ტექნიკის მთლიანად ჩამოწერა და ციფრული აპარატურით ჩანაცვლება, რის გამოც, კომპანიას მოუწია აეღო დიდი ოდენობის ბანკის სესხი, რომლის დაფარვის პერიოდში, მოხდა ლარის კურსის დაცემა, რამაც “თრიალეთს” შეუქმნა კიდევ უფრო დიდი ფინანსური კრიზისი.
კრიზისიდან გამომდინარე, “თრიალეთი” გაჭირვებით იხდიდა იმ აუცილებელ გადასახადებს, რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო ტელევიზიის ფუნქციონირება და ხშირ შემთხვევაში, ბიუჯეტის თანხებს სრულად ვერ ფარავდა.
კომპანია თანხას ვერ იხდიდა, თუმცა არც არავინ სთხოვდა დავალიანების გადახდას, მაგრამ, ამავე დროს, დავალიანების თანხას, ყოველდღიურად არიცხავდნენ საურავს, რის გამოც, საურავის ოდენობამ, დავალიანების ძირის თანხას გადაუსწრო.
“თრიალეთმა”, წლების მანძილზე, მრავალჯერ მიმართა ხელისუფლებას, კანონის შესაბამისად, მოეხდინათ ვალის რესტრუქტურიზაცია, ან გაეფორმებინათ საგადასახადო შეთანხმება, რაც მრავალი კომპანიის მიმართ, ათეულობით მილიონიან თანხებზე ხორციელდებოდა, თუმცა, “თრიალეთს” ყოველთვის უარით პასუხობდნენ.
“თრიალეთს” არ უკეთებდნენ ვალის რესტრუქტურიაზაციას, გადახდის ვადის გაწელვას, თუმცა, არც არავინ სთხოვდა გადახდას, მაგრამ, ყოველდღიური საურავების დარიცხვით, ზრდიდნენ დავალიანებას, სავარაუდოდ, ზუსტად ამ დროისთვის, ტელევიზიაზე ზეწოლის განსახორციელებლად!
აი, ასეთი სცენარით, ხელოვნურად, აუქმებენ იმ ტელევიზიას, რომელიც პირველი და რეგიონებიდან ერთადერთი იყო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს, ხელისუფლებაში მოსვლისას დაუდგა მხარში!
რომელმაც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას შეუწყო ხელი და დღეს, იმ ხელისუფლების მიერ იხურება, რომლის მხარდამჭერი იყო წლების განმავლობაში!
აუქმებენ საქართველოში, ყველაზე ძველ კერძო ტელევიზიას. ტელევიზიას, რომელიც 1990 წლიდან მუშაობს და ზუსტად ახლა შეუსრულდა 35 წლის იუბილე.
ტელევიზია, რომელმაც მრავალი ზეწოლები, მრავალი მთავრობა, მრავალი ომი გამოიარა და ყველაფერს გაუძლო, და დღეს, „ქართული ოცნების“ მიერ იხურება!
აუქმებენ იმ ტელევიზიას, რომლის წილის 10 პროცენტსაც ბიძინა ივანიშვილის კომპანია ფლობს და სავარაუდოდ, ეს კომპანია გადაიბარებს დანარჩენ პროცენტებსაც!
შეიძლება იყოს text გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

3 კრიტერიუმი, რომელიც დღეში 100 ლარიანი სამსახურისთვის დაგჭირდება
ახალი ამბები

3 კრიტერიუმი, რომელიც დღეში 100 ლარიანი სამსახურისთვის დაგჭირდება

20:34 10-03-2025
როგორ უნდა დაგეგმო საოფისე ავეჯის გადაზიდვა და სად შეგიძლია შეარჩიო საჭირო კომპანია?
ახალი ამბები

როგორ უნდა დაგეგმო საოფისე ავეჯის გადაზიდვა და სად შეგიძლია შეარჩიო საჭირო კომპანია?

19:02 10-03-2025
„წყლის კრემაცია“ და „კუბო სოკოსგან“  – დაკრძალვის ინოვაციური რიტუალები
ახალი ამბები

„წყლის კრემაცია“ და „კუბო სოკოსგან“  – დაკრძალვის ინოვაციური რიტუალები

18:42 10-03-2025
როგორ დავაგროვოთ ფული შეკიდული ჭერის დახმარებით? – პრაქტიკული მაგალითები
ახალი ამბები

როგორ დავაგროვოთ ფული შეკიდული ჭერის დახმარებით? – პრაქტიკული მაგალითები

17:18 10-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved