მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება — ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, მეტროსადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რაც მგზავრთა გადაადგილებისას ტექნოლოგიურად შეუძლებელია.
„პროექტით განსაზღვრულია საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების ჩატარება სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის დაცვით, რომელთა განხორციელებაც მგზავრების მოძრაობის პირობებში შეუძლებელია. უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 45 დღით დაიკეტოს“, — აღნიშნა კალაძემ.
კომენტარები