• რეკლამა
  • კონტაქტი
10:44, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არჩევნებთან დაკავშირებული დისკუსია უკვე საშიშ დუღილს აღწევს” – ელენე ქაიხოსროშვილი

ალია ავტორი - ალია
05:56 06-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,109

სამოქალაქო აქტივისტი, ელენე ქაიხოსროშვილი

რამდენიმე რამეს მეც დავწერ

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი: დღეს აქციაზე ხალხი იყო კმაყოფილი!

კმაყოფილები იყვნენ დიდი ხნის უნახავებიც და კმაყოფილები ვიყავით მუდმივებიც მე პირადად, მივიღე, რაც მჭირდებოდა დღევანდელი საღამოსგან! კერძოდ, მივიღე ლეგიტიმაციის განცდა, რომ ყოველდღე აქციაზე ბევრი ადამიანის “მაგივრად” ვარ, ისინი ისევ ჩვენთან არიან და კიდევ ბევრჯერ (!) გამოვლენ!

მათი გამოსვლა ჩემთვის რეჟიმის მიმართ პროტესტის გარდა იმასაც ნიშნავდა, რომ ეთანხმებიან ჩვენ ყოველდღიურ ბრძოლას. ამან ძალიან გამაძლიერა  დღეს არ ხდებოდა ის, რაც რამდენიმე თვის წინანდალ დიდ აქციაზე. არ იყო განწყობა “რას გამომიყვამეთ ტყუილად?!”. პირიქით, ყველა შეგუებულია, რომ ამ ბრძოლაში გამბედაობასთან ერთად, გვჭირდება დისციპლინა და მოთმინება!

სხვანაირად გინდათ? მეც. ძაან. მაგრამ არ გამოდის და აქ პრობლემა არც სალომეშია და არც პოლიტიკურ პარტიებში.

მეორე: ეს იყო დიდი აქცია მაგრამ რაც მახსენდება (და მგონი, არ ვცდები) ეს იყო ყვეეელაზე მოკლე ვადაში დაორგანიზებულ/დაანონსებული დიდი აქცია წინასწარ დაორგანიზებული (და არა რამეზე გაბრაზებული და სახლიდან გიჟივით გამოვარდნილი) აქციების ისტორიაში. დაახლოებით, 4 დღეში მოხდა ხალხის ამ რაოდენობის გეგმიურად მობილიზება, რაც საუკეთესო შედეგია, ჩემი აზრით და დიდი მადლობა ყველას ამ რესურსების ესეთ გიჟურ დროში შეკოწიწებისთვის

მესამე: რაც უფრო მალე გავიგებთ და გავითავისებთ ყველა საქართველოს ბოლო ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი როლს ამ ყველაფერში, მით უფრო გადალაგდება ყველა ჯანსაღი და არაჯანსაღი მოლოდინი. კერძოდ, უნდა გავითავისოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის და არც აქვს პრეტენზია “ახალგაზრდა და ქარიზმატულ ლიდერობაზე”. სალომე ზურაბიშვილი არის ხიდი დასავლელ დიპლომატებთან (ეს “ხიდი” ვიღაცასთან წავიკითხე დღეს და მომეწონა, გამოვიყენებ ხოლმე) და ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ამ მიმართულებით. და კი, ეს ძალიან დასაფასებელია მისი მხრიდან, რადგან მისი ასაკის, მისი სოციალური სტატუსის, მისი ფინანსური შესაძლებლობების და ევროპის საუკეთესო ქვეყანაში მისი ცხოვრების პერსპექტივიდან გამომდინარე, შეუძლებელია, არ დავაფასო ის, რომ დღეს იქ დგას, სადაც დგას, არ არის პარიზში და არ ტკბება ცხოვრების იმ წლებით, რომელ წლებსაც, იმედი მაქ, რომ მე პირადად, აბსოლუტურად აუღელვებელ პირობებში გავატარებ :))

სალომე ზურაბიშვილის სფიჩი შეიძლება მოგვწონდეს, შეიძლება, არ მოგვწონდეს მაგრამ ვინც მას, როგორც ამ პროტესტში ერთ-ერთ გამოკვეთილ ფიგურას ისეთი ღვარძლით უტევს, როგორც ზოგჯერ ვკითხულობ ხოლმე, ის აზიანებს მთელ პროტესტს.

ეს დაზიანება გამოიხატება იმაში, რომ ქმნის განცდას, თითქოს, ის ერთადერთი ფიგურა, ვის მიმართაც ნდობის გარკვეული ხარისხი კონსოლიდირდა და რომელსაც პოლიტიკურ კლასსა და საზოგადოებას შორის ძაააალიან ჩატეხილი ნდობის პირობებში, ასევე, ამ პოლიტიკურ აქტორებს შორის უტოქსიკურეს შიდა ურთიერთობებში უწევს ოპერირება და თანამშრომლობა, “არაფერია”, “არაფრისმაქნისია” და ა.შ. ეს ესე არ არის. I’ve seen her do her job და სასაცილოდ მეჩვენება მის მიმართ ამდენი მართლა უვიცის პრეტენზია. სალომეს ლანძღვა აჩენს ფრუსტრაციას და ნუ აიღებთ ამას თქვენ თავზე, მეგობრებო. მძიმე ტვირთია ეხლა ფრუსტრაციის გაჩენა.

სალომე ვერ დაგიორგანიზებთ ვერანაირ რევოლუციას. სალომე არის დიპლომატი თავისი არსებით. სასაცილოები ხართ, ვინც badass, მაგრამ მაინც 70 წლის ქალისგან ამას ელით. არაძალადობრივ და მაინც, რევოლუციას ჭირდება მზაობა და თუ სხვა გზა არ გამოინახა, ეს მზაობა მოვა. ძალით, ჩხუბით, დედის გინებით და ერთმანეთისთვის უტრაკოების ძახილით ვერ მოვიყვანთ (ჩემ თავსაც ვეუბნები ამას).

მეოთხე: აქციაზე ბევრი ვერ ვიარე მაგრამ რაც ვიარე და რაც მოვისმინე, არავის აინტერესებს არანაირი თვითმმართველობის არჩევნები! არავის! პირიქით, ყველა გაოგნებულია, რომ არ იხსნება ეს საკითხი დღის წესრიგიდან. ხალხი ამას აღიქვამს, როგორც რეჟიმის ლეგიტიმაციას. არჩევნებთან დაკავშირებული დისკუსია უკვე საშიშ დუღილს აღწევს, ზოგადად და რაც უფრო მალე მოიხსნება ეს თემა დღის წესრიგიდან, მით უკეთესი იქნება ყველასთვის!

და ბოლოს, ყველა მოშიმშილეს ვთხოვ, შეწყვიტოს შიმშილობა. ეს არის სასოწარკვეთის გამოვლინება და არ გვაქ წარსაკვეთი სასო!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს  ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

16:14 12-18-2025
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

15:41 12-18-2025
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
ახალი ამბები

მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში

13:34 12-18-2025
“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

12:39 12-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved