• რეკლამა
  • კონტაქტი
01:10, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას მხარი არ დაუჭირა

ალია ავტორი - ალია
15:50 06-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17,323

საქართველომ მხარი არ დაუჭირა ევროპის საბჭოს ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას.

ამის შესახებ გუშინ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დაწერა. ოპოზიციონერის თქმით, ხსდომაზე “ოცნების” წარმომადგენელმა, განსხვავებით ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყნისგან, ტრიბუნალის შექმნას მხარი არ დაუჭირა.

PACE-ს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა შემზარავ ფაქტს, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტზე, რომელმაც კენჭი უყარა რუსეთის უკრაინის მიმართ განხორციელებული აგრესიის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რის გამოც გუშინ აქ იმყოფებოდა პრეზიდენტი ზელენსკი, ოცნების წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა, განსხვავებით ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყნისგან, უნგრეთის გარდა. მორიგი დასტური ივანიშვილის რეჟიმის პუტინთან მოკავშირეობის”, – დაწერა ბოკუჩავამ. 

მინისტრთა კომიტეტზე კენჭისყრის შედეგები დახურულია, თუმცა 26 მაისს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) გამართულ დებატებზე საქართველოს პოზიცია უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ გაამჟღავნა.

„აგრესიის შესახებ ტრიბუნალის შექმნა ჭეშმარიტად ისტორიული მომენტია. წევრი ქვეყნებიდან ექვსი ქვეყანაა, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ამ შეთანხმებას. ამ ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთი საქართველოა. საქართველო თავად არის რუსული აგრესიის მსხვერპლი. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% — თითქმის იმდენივე, რამდენიც უკრაინაში. საქართველო მოსკოვის რეჟიმის მსხვერპლი კიდევ უფრო ადრე გახდა, ვიდრე ჩვენ. ამის შემდეგ საქართველო აღარ უჭერს მხარს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს. წარმოგიდგენიათ ეს?

ამიტომ კითხვაა: ვის სასარგებლოდ მუშაობს სინამდვილეში საქართველოს მთავრობა? ვინ არიან მათი ბატონ-პატრონები?“ — იკითხა გონჩარენკომ.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, მინისტრთა კომიტეტის 24 ივნისის სხდომაზე ტრიბუნალის შექმნის წინააღმდეგ მისცეს ხმა უნგრეთმა, თურქეთმა და სერბეთმა. საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

25 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რაც ტრიბუნალის წესდებასაც მოიცავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved