• რეკლამა
  • კონტაქტი
10:04, ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოსახლეობის ბოლო აღწერის სტატისტიკა გაყალბებულია” – რა მონაცემებს აქვეყნებს რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:37 06-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,739
ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორი, რომან გოცირიძე:
საქართველოში 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგები ან ძალიან არაზუსტია ან კატასტროფულია. შესაძლოა 2014 წლის აღწერაც ცუდად იყო ჩატარებული და ამიტომაც არის ბოლო აღწერის შედეგები ასეთი უცნაური. ფაქტია, საოცარ დემოგრაფიულ სურათთან გვაქვს საქმე.
აღწერიდან აღწერამდე ათწლიან პერიოდში, 2014-2024 წლებში საქართველოს მოსახლეობა თურმე გაზრდილა 200 ათასი კაცით. ეს შეუძლებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
-2015-2024 წლებში ქვეყანა დატოვა და ემიგრანტის სტატუსით უცხოეთში დარჩა 244 ათასი საქართველოს მოქალაქე( სხვაობა წასულებსა და დაბრუნებულებს შორის).
-ბუნებრივი მატება ამ პერიოდში იყო უარყოფითი, ანუ გარდაცვლილთა რიცხოვნება 4158-ით აღემატებოდა დაბადებულთა რაოდენობას.
აქედან ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ პერიოდში შემცირდა 249 ათასი კაცით.
ქვეყნის მოსახლეობა 200 ათასი კაცით რომ გაზრდილიყო, საიდანღაღაც უნდა შემოსულიყო 449 ათსი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქ დარჩებოდა საცხოვრებლად ემიგრანტის სტატუსით. ეს თუ მართლაც ასეა, ძალიან საგანგაშოა, თუმცა სტატისტიკურად ეს არ დასტურდება.
ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში შემოსული და აქ ემიგრანტის სტატუსით დარჩენილი უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეების რაოდენობმ შეადგინა 230 ათასი კაცი. გამოდის, რომ მიუხედავად საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის შემცირებისა ემიგრაციისა და ბუნებრივი კლების გამო და უცხოეთის მოქალაქეების რაოდენობის ზრდისა, ქვეყნის მოსახლეობა ვერ გაიზრდებდა ორასი ათასი კაცით. აცდენა რეალურ მონაცემებსა და აღწერის შედეგებს შორის არის 219 ათასი კაცი.
შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში მოსახლეობის ბოლო აღწერის სტატისტიკა გაყალბებულია.
ზოგადად, სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაცია არასანდოა და ხშირ შემთხვევაში მანიპულირებული. ეს ეხება სხვა სტატისტიკურ მაჩვენებლებსაც.
ქვემოთ გთავაზობთ 2012-2024 წლების მიგრაციის ოფიციალურ სტატისტიკას, გაანგარიშებულს საქართველოს მოქალაქეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიხედვით. იგი აჩვენებს, თუ რამდენად არაზუსტია აღწერის შედეგები.
შეიძლება იყოს text that says '5ပဝ ർറുനാഭറൗന്നറ ാനനതന ോയാനതങുനനനഴ ငဲတကာသင်ဝ 2012 2013 ധനල (ဃ၂င်၆ကတာ၅ထာကပ ന്യാന്ന്്) -21,521 -2,606 2014 ധനനർന (ഭරന o6 ന്യാന്നാ്) 2015 -6,543 2016 -31,134 -20,723 -20,149 3,408 2017 9,613 18,117 -8,060 2018 -2,212 13,606 2019 -16,528 -17,619 -18,926 -10,783 13,120 2020 -8,243 9,559 2021 16,714 -28,484 -27,500 23,319 15,732 -25,966 54,509 -39,207 2022 2023 2024 17,701 19,257 -7,587 -40 -40,825 ටං -46,397 -71,584 14,859 14,386 -43,922 842 100,906 32,377 13,544 -315,708 271,786' გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რა ხდება მაშინ, როცა კარი იკეტება?– HR მენეჯერი შიდა პროცესებზე საუბრობს
ახალი ამბები

რა ხდება მაშინ, როცა კარი იკეტება?– HR მენეჯერი შიდა პროცესებზე საუბრობს

08:00 12-17-2025
თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved