ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და წერს:
“ივანიშვილის ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აგრძელებს ჩემი უშვერი სიტყვებით ლანძღვას.
მე კი ზუსტად მახსოვს რომ სწორედ მან შეუშვა რუსების ოფიციალური აგენტი ტრისტან წითელაშვილი თბილისის დაცვის თვის მთებში აშენებული საიდუმლო ზღუდის დასათვალიერებლად და გადასაღებად.
მან მოუღო საბოლოოდ ბოლო ჩვენს უმაგრეს სამხედრო წარმოებას – დროა ყველას და ყველაფერს გაეცეს პასუხი და ისინი ვინც უზარმაზარ ზარალს აყენებდნენ ქვეყანას, მორალისტებად აღარ გვევლინებოდნენ.”
კომენტარები