• რეკლამა
  • კონტაქტი
05:21, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის მილიარდერი სამველ კარაპეტიანი, რომელიც სომხეთში დააკავეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის? – ზურაბ ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:35 06-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
292

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:

ვინ არის მილიარდერი სამველ კარაპეტიანი, რომელიც სომხეთის სამართალდამცავებმა დააკავეს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობისთვის?
კარაპეტიანი არის რუსეთის მოქალაქე ოლიგარქი (Forbes მონაცემებით, 2021 წელს მისი ქონება 5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა), რომელიც სომხეთში ფლობს დიდ ბიზნესებს (მაგალითად ელექტროგამანაწილებელ კომპანიას) და ეწევა “ქველმოქმედებას”. მაგალითად, აფინანსებს ეკლესია-მონასტრებს (მაგალითად დააფინანსა ცნობილი ეჩმიაძინის საკათედრო ტაძრის რესტავრაცია) და სამღვდელოებას.
კარაპეტიანმა ფაშინიან-ეკლესიას შორის დაპირისპირებაში სამღვდელოებსს დაუჭირა მხარი და ხელისუფლების ჩამოგდების მოწოდება გააკეთა, რის გამოც იგი მალევე დააკავეს.
ცხადია, კარაპეტიანის დაკავებას რუსეთი გამოესარჩლა. ანტისომხურ ისტერიკაში ჩაერთნენ ისეთი ცნობილი ფიგურები, როგორებიც არიან პესკოვი, ზახაროვა, სომონიანი, სოლოვიოვი და ა.შ. და ეს ბუნებრივიცაა, რადგან კარაპეტიანი სომხეთის ახლანდელ ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთიდან დისტანცირების გამო. ლარსზე პრობლემები შეექმნა რუსეთისკენ მიმავალ სომხურ სატვირთო მანქანებს და ა.შ.
ამის მიუხედავად, ფაშინიანმა უკან არ დაიხია და საზოგადოების დიდი ნაწილის კონსოლიდირება მოახდინა იმ იდეამ, რომ არავის უნდა ჰქონდეს უფლება რუსეთიდან ჩაერიონ სომხეთის შიდა საქმეებში (კარაპეტიანს არ აქვს სომხეთის მოქალაქეობა). რუსებს ისიც აღიზიანებთ, რომ მაგალითად ფაშინიანმა თურქეთთან დაახლოებაც დაიწყო და სულ ახლახანს პირველი ოფიციალური ვიზიტითაც იმყოფებოდა იქ.
სომხეთში ბევრი პარალელს ავლებს საქართველოსთან და კარაპეტიანს “ივანიშვილი 2.0”-ადაც მოიხსენიებენ. რუსები კაპარეტიანს მომავალ წელს დაგეგმილი სომხეთის საპარლემენტო არჩევნებისთვის ამზადებდნენ. მაგრამ ფაშინიანმა დაასწრო მოქმედება. სომხებს არ სურთ ამ გზის გამეორება, რასაც საქართველო გადის. არ სურთ იქ დაბრუნება, სადაც თავად უკვე იყვნენ და საიდანაც კარგი არაფერი ახსოვთ.
რა თქმა უნდა, სცენარი ერთიდაიგივეა. მეტი საქმე არ აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებს, რამე ორიგინალური მოიფიქრონ რომელიმე ქვეყნისთვის. სცენარში მხოლოდ ქვეყნებისა და მოქმედი პირების სახელები იცვლება, დანარჩენი ყველაფერი ერთიდაიგივეა.
ბრძოლა სომხეთში კი გრძელდება. კარაპეტიანს სომხეთის პრორუსული სამღვდელოებაც ესარჩლება. ამიტომ ბოლო პეროიდში სულ უფრო ხშირად ჩნდება ინფორმაციები ფაშინიანსა და სამღვდელოებას შორის მზარდი დაპირიპირების შესახებ.
წარმატებები სომხეთს რუსული გავლენებისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლაში!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved