• რეკლამა
  • კონტაქტი
11:33, სამშაბათი, 14 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ონისე ცხადაძის ერთი რჩევა მოსამართლეს

ალია ავტორი - ალია
16:45 06-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
976

სინდისის პატიმარმა, ონისე ცხადაძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, რომელმაც სახაზინო ადვოკატების თვითაცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და არც ბრალდებული 11 პირის მოთხოვნა გაითვალისწინა, მიმართა და თქვა:

თქვენ ყველაზე პირნათლად შეასრულეთ კეთილი ადამიანის როლი აქამდე და ახლა გადაიქეცით ადამიანად, ესეც ჩემი შეფასებაა, შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ, ზემოდან გვიყურებთ და „მე სახალხო არტისტი ვარ, თქვენ – არავინო“ – ასე გვიყურებთ.

რაღაცას გვეტყვით, რომ ასე უნდა იყოს და ასე უნდა იყოს. არც გვისაბუთებთ. გეუბნებით, რომ იურიდიულად რაღაცებში ვერ ვერკვევით და აგვიხსენით-თქო და მუხლებს… ადვოკატმა [რეზო აჭარაძემ] გითხრათ, წინა სასამართლოს დღეზე და დღევანდელზე არ ჩანიშნოთო და ეს დღე და ის დღე გავიდა ტყუილად. ადვოკატი გეუბნებათ, წამაკითხეთ კანონიო, რომლის წაკითხვასაც უნდა წუთ-ნახევარი. იმის შემდეგ გავიდა 2 საათი.

ჩემი აზრით, ვერ ართმევთ ამ პროცესებს თავს და ეს მუქარები რა საჭიროა, არც ვყვირით აქედან. ელემენტარულს ამბობდა ადამიანი, რომ უნდა იცოდნენ ბრალდებულებმა, აქ დამსწრეებმა, გარეთ ვინც არიან… დამიჯერეთ, ჩვენ რამდენი გულშემატკივარიც გვყავს გარეთ, თქვენ შეიძლება ვერც წარმოიდგინოთ.

ერთ რაღაცას გეტყვით, მართალ ადამიანებს არ სჭირდებათ 20 წლის ადამიანების ციხეში ჩასმა არაფრის გამო. მართალი ადამიანები 20 წლის ბავშვთან მივლენ, დაელაპარაკებიან, აუხსნიან და ის 20 წლის ბავშვი გააგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას. ამას მარტო თქვენზე არ ვამბობ, მთელი საქოცეთი, კობახიძე და სხვები ჭკუას რომ გვასწავლიან, როგორ შეიძლება, ქვეყნის პრემიერი ამბობდეს, რომ მართალი ვარ და ამ დროს გიწევდეს 20 წლის ბავშვის…

ერთს გირჩევთ, ახლა არის ისეთი სიტუაცია, რომ ერთმანეთის დაჭმა დაიწყეს. წარმოიდგინეთ ხოლმე, აქედან რომ გახვალთ, თქვენ რას გიზამენ, როცა ამის დრო მოვა.

ჩემი შეფასებაა, რომ ეს ყველაფერი არის ფილმი. აქ რაღაც გაძევება, მერე მანდატურები დაემატნენ, მე დასასრული მაინტერესებს, როგორი იქნება“

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved