• რეკლამა
  • კონტაქტი
07:52, ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისში 25 წლის ჯარისკაცი ცემეს – “სამხედროს სახის ძვლები ჩამსხვრეული აქვს” – მედია

ალია ავტორი - ალია
13:39 06-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
448

ტვ პირველის ინფორმაციით, ნაცემია 25 წლის ჯარისკაცი, მუხრან ხვედელიძე.

ნაცემი ბიჭის ახლობლების თქმით, სამხედროს სახის ძვლები აქვს ჩამსხვრეული და ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება აღენიშნება.

ახალგაზრდა კაცის გადარჩენას კლინიკა “პინეოს” ექიმები ცდილობენ, მას სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია რამდენიმე საათის წინ ჩაუტარდა, ახლა კი უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, ანგარიშსწორება თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ხვედელიძეს კლუბის დაცვის თანამშრომლები გაუსწორდნენ, ურტყეს წიხლები და მუშტი, შემდეგ კი გაიქცნენ და 25 წლის კაცი ქუჩაში მიატოვეს. 

ტვ პირველის ინფორმაციით, სასტიკად ნაცემი პოლიციამ შემთხვევით იპოვა. ფაქტთან დაკავშირებით კი დაკავებულია სამი პირი.

მედია წერს, რომ 25 წლის მუხრან ხვედელიძეს, რომელიც შეიარაღებულ ძალებში, საკონტრაქტო სამსახურში მსახურობდა, 24 საათის განმავლობაში ეძებდა მისი შენაერთიც, თუმცა, უცნობია რა იგულისხმება ძებნაში, მაგალითად, ჯარისკაცს ურეკავდნენ, თუ განცხადება გაავრცელეს, ჯარისკაცის ოჯახს დაურეკეს მხოლოდ, თუ შსს–ს შეატყობინეს? თუ შსს–ს შეატყობინეს, ჰქონდა თუ არა ჯარისკაცს თან ტელეფონი, რომ მისი მონაცემით ეპოვათ ადგილმდებარეობა, რათა არ დალოდებოდნენ, როდის იპოვიდა ვინმე შემთხვევით?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved