• რეკლამა
  • კონტაქტი
15:26, სამშაბათი, 14 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მხარს ვუჭერთ MEGOBARI აქტის წინ წამოწევას – შაჰინის და უიკერსის განცხადება

ალია ავტორი - ალია
21:11 06-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
466

ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნას, გადასცენ რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი, ჯინ შაჰინი და აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, როჯერ უიკერი ოფიციალური განცხადებით ეხმაურებიან.

ამერიკელი სენატორები “ქართული ოცნების” მმართველობასა და ალექსანდრე ლუკაშენკოს პოლიტიკას შორის ტოლობის ნიშანს სვამენ და პირდაპირ წერენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი დამოუკიდებელი ხმების ჩასახშობად “აგრესიულად მოქმედებს”.

“ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხმას და კანონმდებლობას მესამე სექტორის მხარდასაჭერად. ამ მიზნით, ჩვენ მხარს ვუჭერთ  MEGOBARI აქტის წინ წამოწევას, როგორც კი სენატს კალენდარი ამის საშუალებას მისცემს” – წერია განცხადებაში, რომელიც ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

“ქართული ოცნების” მთავრობა აგრესიულად მოქმედებს, რადგან ძალაუფლების კონსოლიდაციის მიზნით დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას ცდილობს. ანტიდემოკრატიული ნაბიჯები ლუკაშენკოს რეჟიმს გვაგონებს ბელარუსში. სამოქალაქო საზოგადოებისგან ინფორმაციის გამოთხოვნა არალეგალურია. “ქართული ოცნების” ქმედებები, რომლებიც როგორც ჩანს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ნაკარნახევი ისეთი მნიშვნელოვანი ჯგუფების პარალიზებას ისახავს მიზნად, როგორებიც არიან – “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, “საფარი”, “მომავლის აკადემია”, “მედიის განვითარების ფონდი”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”. გარდა ამისა, “ქართულმა ოცნებამ” ამ კვირაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ რეპრესიები დააჩქარა, ისინი დააკავა და რამდენიმე პროდემოკრატიული ლიდერის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო. 

მარტივად რომ ვთქვათ, დემოკრატიულმა მთავრობებმა არ უნდა მიიჩნიონ დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი, კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ მებრძოლი, კორუფციასთან მებრძოლი ან ქალებისა და ახალგაზრდების მხარდამჭერი ორგანიზაციები საფრთხედ. ეს ჯგუფები დაიცავენ საქართველოს მოქალაქეები პერსონალურ მონაცემებს მთავრობის გადაჭარბებული ზემოქმედებისგან, მაგრამ ასევე ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხმას და კანონმდებლობას მათ მხარდასაჭერად. ამ მიზნით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ორპარტიული მხარდამჭერის მქონე MEGOBARI აქტის წინ წამოწევას, როგორც კი სენატს კალენდარი ამის საშუალებას მისცემს.” – წერია განცხადებაში. 

17 ივნისს ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, 5 უფლებადამცველ ორგანიზაციას სასამართლოს ბრძანებები გადაეცათ. მესამე სექტორმა სასამართლოს განჩინების ნაწილი გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს აინტერესებს გაიგოს, ვის და რატომ დაეხმარნენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.

სასამართლოს განჩინება არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, ბენეფიციარების და აქტივობებში ჩართული პირების სახელსა და გვარს, პირად ნომრებსა და აქტივობების ამსახველ ვიდეო-ფოტო მასალების გადაცემას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved