• რეკლამა
  • კონტაქტი
22:12, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ბენდელიანი: როდესაც დედაქალაქში გზების რეაბილიტაციაზე ვსაუბრობთ, როგორც მიწისქვეშა, ისე მიწისზედა კომუნიკაციების ფუნდამენტურ, კაპიტალურ ცვლილებებს ვგულისხმობთ

ალია ავტორი - ალია
17:38 06-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
158

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პოლიტიკის ძირითად პროექტებზე ისაუბრა. მისივე თქმით, დედაქალაქში გზების რეაბილიტაცია კომუნიკაციების კაპიტალურ ცვლილებებს უკავშირდება.

„როდესაც გზების რეაბილიტაციაზე ვსაუბრობთ, როგორც მიწისქვეშა, ისე მიწისზედა კომუნიკაციების ფუნდამენტურ, კაპიტალურ ცვლილებებს ვგულისხმობთ. ბოლო წლებში ჯამში, 8 500 000 მ2 ფართობის გზის საფარი შეიცვალა. რეაბილიტირდა, დაახლოებით, 1 754 ქუჩა/გამზირი. პირველი გამორჩეული პროექტი იყო კახეთის გზატკეცილის, ასევე, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ხიზანიშვილის, ვეკუას და ხოჭოს ტბის მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია იყო. აღსანიშნავია, რომ გმირთა მოედანზე სატრანსპორტო კვანძი მოვაწყვეთ. ამას გარდა, ერთ-ერთი რთული სამშენებლო პროექტი იყო მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა, რადგან სამუშაოები მეწყრულ არეალში ხორციელდებოდა, თუმცა, ის წარმატებით დასრულდა და დედაქალაქის მოსახლეობა სარგებლობს ამ გზით“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა

მანვე შემაჯამებელ ღონისძიებაზე გზების მიმართულებით ამჟამად მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

„რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, რეაბილიტაცია უტარდება ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩებს. მიმდინარე კვირის ბოლომდე ვიწყებთ ჟორდანიას სანაპიროს და ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოწყობილი კვანძი სრულად განტვირთავს სატრანსპორტო მოძრაობას“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

ბოლო წლებში, დედაქალაქში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა: კახეთის გზატკეცილს, ილია ჭავჭავაძის გამზირს, ხიზანიშვილის, ვეკუას და ხოჭოს ტბის მიმდებარე ქუჩებს, სოფელი დიღომი-
დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზას, კაიროს დასახლებას, მელიქიშვილის ქუჩას, ქეთევან დედოფლის გამზირს. ასევე, უნივერსიტეტის ქუჩას, წყნეთის გზატკეცილს (ბაგების დასახლება), აკაკი წერეთლის გამზირს, გახოკიძის ქუჩას. ივერთუბნის დასახლებაში კი 14 ქუჩა მოეწყო.

ამჟამად, რეაბილიტაცია უტარდება: ქაქუცა ჩოლოყაშვილის და წერეთლის ქუჩებს, ემირ ბურჯანაძის ქუჩისა და გარდაბნის გზატკეცილის დამაკავშირებელ ველისთავის ქუჩას, ემირ ბურჯანაძის ქუჩას.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved