• რეკლამა
  • კონტაქტი
12:35, ოთხშაბათი, 25 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ექიმებს უკითხავთ, “ამდენს ერთი კაცი ეწეოდა და ამდენ ენერგეტიკულს სვამდაო?” – რას წერს ლაშა ბერულავა ვანო ნადირაძის გარდაცვალებაზე?

ალია ავტორი - ალია
17:14 06-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
853

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის გარდაცვალებაზე ახალ ფაქტებს ავრცელებს:

,,როგორი იყო ვანო ნადირაძის უკანასკნელი დღე (მეგობრების ნაამბობი)

გარდაცვალების წინადღეს ვანო სუმში იყო – ეს თავად დაწერა იქ ყოფნისას, ამიტომ საიდუმლოც აღარაა. რუსმა პროპაგანდისტებმა კი გაავრცელეს, ვანო ნადირაძე ლიკვიდირებულია სუმშიო, მაგრამ ეს პროპაგანდისტული ტყუილი იყო. მაშ ასე, ვანო დილით ჩადის კიევში და მისი უკანასკნელი დღის დილა-შუადღის პერიოდი, სანამ ძაგანას და მის მეგობრებს დაუკავშირდებოდა, ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული.

შემდეგი მონაკვეთი, ვიდრე გარდაცვალებამდე, აღდგენილია მისი ერთგული და დიდი ხნის მეგობრების ნაამბობის მიხედვით, რომლებსაც ვანო უპირობოდ ენდობოდა.

ერთ-ერთი მათგანია ძაგანა, იგივე ლაშა ძაგანაშვილი. ვანო და ლაშა ოჯახებით მეგობრობდნენ, სწორედ ამიტომ, ძაგანა იყო ის პირი, ვისაც ვანო შეეხმიანა და დახმარება სთხოვა. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ვანო, ძაგანა და მისი მეგობრები ერთად იყვნენ მანამ, სანამ ვანო შეუძლოდ იგრძნობდა თავს.

იმ შეხვედრაზე, რომელიც ვანოს სურვილით, ძაგანასა და მისი მეგობრების მონაწილეობით კაფეში შედგა რამდენიმე პირთან ერთად, ბევრს არაფერს ვიტყვი იმის გარდა, რომ მეორე მხარესაც ქართველები იყვნენ და საუბარი ეხებოდა არა პირად, არამედ გლობალურ თემას: უკრაინაში დაღუპული ორი ბიჭის საკითხს, რომლებიც არა ბრძოლის ველზე, არამედ დაპირისპირების შედეგად დაიღუპნენ.

აქ შევჩერდები, რადგან უკრაინაში მყოფმა ბიჭებმა ძალიან კარგად იციან, რა მოხდა და როგორ, ხოლო დანარჩენებისთვის ამ თემის განვრცობა არ იქნება მიზანშეწონილი. მოკლედ, საუბარი (მოდი ასე დავარქვათ) შედგა და, როგორც ვანოს მეგობრები ამბობენ, ისე დასრულდა, “როგორც ეს ვანოს უნდოდა”.

ამის შემდეგ ბიჭები იშლებიან – ვანო თავის გზაზე, სახლისკენ მიდის თავისი მანქანით, ძაგანა და ბიჭები – თავიანთ გზაზე მიდიან. ის დრო, რომელიც გავიდა ვანოსა და სხვა ბიჭების დაშორებიდან იმ დრომდე, სანამ ვანომ დახმარება ითხოვა, ასევე კვლევის საგანია:

დაურეკა თუ არა ვანოს ვინმემ გზაში? თუ კი, ვინ? ხომ არ ინერვიულა საუბრის დროს? თან ნერვიული საუბარი, თან მანქანის მართვა (თუ არ გააჩერა), ხომ არ გახდა მაპროვოცირებელი ფაქტორი შეუძლოდ გახდომისთვის? ამ ყველაფერს ჯერ ვერ გავიგებთ, რადგან ვანოს მობილური დალუქულია და გამოძიება ამ თემით აუცილებლად დაინტერესდება.

მოკლედ, შეხვედრიდან შინ მიმავალი ვანო თავს შეუძლოდ გრძნობს, უკავშირდება ძაგანას და სასწრაფოს გამოგზავნას ითხოვს. როგორც ძაგანა ამბობს, როცა სასწრაფო ითხოვა, მაშინ ვანოს უკვე ლაპარაკი უჭირდა – ამით აიხსნება ისიც, რომ სასწრაფოში თვითონ არ დარეკა.

ძაგანა ოპერატიულად რეკავს სასწრაფოში, ეუბნება, სად უნდა მივიდეს და როგორ უნდა იპოვოს ვერცხლისფერი მანქანა, რომელიც გზისპირას იქნება გაჩერებული, მერე თვითონაც აბრუნებს მანქანას (ამ დროს ვანოს და ძაგანას ერთმანეთისგან 19-20 კმ აშორებთ) და ვანოს ლოკაციისკენ მიიჩქარის.

ადგილზე მისულ მეგობრებს ვანო უკვე სასწრაფოს მანქანაში ხვდებათ, მას სარეანიმაციო პროცედურებს უტარებენ. ძაგანა ჰყვება, რომ მაშინვე ფანჯარასთან მივარდა და დაუძახა: “ვანო! აქ ვართ, ყველაფერი კარგად იქნება!”.

“ეს რომ ვუთხარი, მარცხენა თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა”, – იხსენებს ძაგანა.

ამის შემდეგ მეგობრები გარეთ ელოდებიან ვანოს გამოყვანას მდგომარეობიდან, ექიმები თავიანთსას ცდილობენ, მაგრამ ვანოს მდგომარეობა თანდათან უარესდება. გაღიზიანებული მეგობრები სასწრაფოს ბრიგადას ეჩხუბებიან, რატომ დგახართ და არ გადაგყავთო, რაზეც იღებენ პასუხს, რომ ვანოს განძრევა და მით უმეტეს, ტრანსპორტირება არ შეიძლება და აგრძელებენ მცდელობებს, თუმცა რამდენიმე წუთში მანქანიდან გადმოსული ექიმი ბიჭებს ამცნობს, რომ ვანო აღარ არის…

ამის შემდეგ ბიჭები ინტერესდებიან, რა მდგომარეობაში იყო ვანო, როცა სასწრაფო მივიდა. ექიმების ნაამბობის მიხედვით, ვანოს მანქანა გაჩერებული ჰყავდა უკიდურეს ნაპირზე, ბორდიურთან, ტელეფონი მძღოლის გვერდითა სავარძელზე ედო, ხოლო როცა სასწრაფო დაინახა, ხელი დაუქნია, მოახლოებულ ექიმებს კი ანიშნა, გული მაწუხებსო (მარცხენა მხარეს მიიდო თითიო). ექიმების თქმით, ამ დროს ვანო არაბუნებრივად აწითლებულლი იყო და ისეთი სახე ჰქონდა, რომ მივხვდით, ტკივილს განიცდიდაო. როცა ექიმებმა ხელი შეაშველეს და სასწრაფოსკენ წაიყვანეს, ვანოს უთქვამს, ახლა ვგრძნობ, რომ შეიძლება გონება დავკარგოო.

ამ დროს უკვე სალონთან ყოფილან მისულები, ვანოს ფეხის შედგმა მოუსწრია და გონება დაუკარგავს, რის შემდეგაც საკაცეზე დაუწვენიათ და სარეანიმაციო პროცედურები დაუწყიათ. ყველა პროცედურა, რაც ჩატარდა, ოქმშია აღწერილი და გამოძიებისთვისაა გადაცემული.

სწორედ ამ დროს მოდიან ადგილზე ძაგანა და ბიჭები. როცა ცნობილი გახდა ვანოს გარდაცვალების შესახებ, ძაგანა იწყებს საქართველოში რეკვას, ვანოს ქვისლთან, ვისთანაც ახლო მეგობრობა აკავშირებს. მერე მეგობრები ათვალიერებენ ვანოს მანქანას, ექიმებთან ერთად, პოლიციის მოლოდინში (პოლიციაში უკვე დარეკილი ჰქონდა სასწრაფოს ბრიგადას).

ძაგანა ამბობს, რომ ექიმები ძალიან გაოცდნენ, როცა მანქანაში შეიხედეს:

“სიგარეტის ბოლისგან სუნთქვა ჭირდა, ირგვლივ უამრავი “რედ ბული” და სხვადასხვა ენერგეტიკული სასმელი იყო, რის შემხედვარე ექიმებს უკითხავთ, “ამდენს ერთი კაცი ეწეოდა და ამდენ ენერგეტიკულს სვამდაო?”

აქ ბიჭები ინტერესდებიან, ვინმემ ხომ არ დაურეკა გზაში ვანოს და მასთან/მათთან საუბრის შემდეგ ხომ არ გახდა ცუდად და ცდილობენ ვანოს ტელეფონში შემომავალი ზარები ან მესიჯები შეამოწმონ, მაგრამ ეკრანის ბლოკს ვერ ხსნიან და ტელეფონს ისევ თავის ადგილას აბრუნებენ.

შემდეგ ინტერესდებიან “რედ ბულის” ქილებით, ცდილობენ გამოიცნონ, რომელი ქილიდან დალია ბოლოს ვანომ ენერგეტიკული სასმელი, ამუშავებენ სხვადასხვა ვერსიას, რომ შესაძლოა, ვანომ ქილა გახსნა, ცოტა დალია, მერე მანქანიდან გადმოვიდა, სადმე შევიდა (მარკეტში ვთქვათ) და ამ დროს ვიღაცამ ამ გახსნილ ქილაში რაიმე ჩაუყარა, ვანომ კი, მანქანაში დაბრუნების შემდეგ იმავე ქილიდან გააგრძელა დალევა, რომელიც მანქანაში დატოვა და თავისი ხელით იყო გახსნილი…

ამის შემდეგ უკვე საქმეში ერთვება ადგილზე მოსული პოლიცია და SBU: იწყება სტანდარტული პროცედურები: გადაღება, დათვალიერება, პირადი ნივთების, საბუთების დალუქვა, ოქმის გაფორმება, ცხედრის გადასაყვანად კლინიკის შერჩევა, მეგობრების ნაამბობის მოსმენა თანმიმდევრობის აღსადგენად და ა.შ.

SBU, რომელმაც კონტროლზე აიყვანა თავისი თანამშრომლის გარდაცვალების საქმე, ცალკე იძიებს ამბავს და მეგობრებს ეუბნებიან, რომ ვანოს პირად ნივთებს ოჯახის წევრს გადასცემენ, რისთვისაც კიევში ჩადის ვანოს შვილი.

მოკლედ, გასარკვევი რჩება რამდენიმე დეტალი:
ვის შეხვდა ან ვის ესაუბრა ვანო მანამ, სანამ ძაგანასა და ბიჭებს ნახავდა და შეხვედრაზე ერთად წავიდოდნენ?
ესაუბრა თუ არა ვინმეს ვანო შეხვედრის შემდეგ, სახლისკენ მიმავალი მანამ, სანამ ძაგანას შეეხმიანა და დახმარება ითხოვა?

ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა და რა წერია დასკვნაში?
თუ არა, როდის ჩატარდება და რა დასახელდება გარდაცვალების მიზეზად?

არის კიდევ რამდენიმე დეტალი და შეკითხვა, რომლებიც ძაგანას და მის მეგობრებს აქვთ და რომელთა გარკვევასაც ისინი საერთო ძალისხმევით ცდილობენ.

დამატებით დეტალებს გაცნობებთ.
ღმერთმა გაანათლოს ჩვენი ვანოს სული.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ანა დეიდას, ვანოს შვილებს, მეგობრებსა და ახლობლებს…”

,,მე არ მჯერა ასეთი შემთხვევითობების – ძალიან უცნაური სიკვდილია…” – ლაშა ბერულავა ვანო ნადირაძის გარდაცვალებაზე

თეგები: ვანო ნადირაძელაშა ბერულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

სთეფ ენერჯი განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის საქართველოში
ახალი ამბები

სთეფ ენერჯი განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის საქართველოში

14:48 06-24-2025
თიბისი გოგონებს ტექსფეროში ახალი შესაძლებლობების კარს უღებს და მათ ზაფხულში Crash კურსების გავლას სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი გოგონებს ტექსფეროში ახალი შესაძლებლობების კარს უღებს და მათ ზაფხულში Crash კურსების გავლას სთავაზობს

13:51 06-24-2025
„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ რეინჯერების დასაქმება გრძელდება
ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ რეინჯერების დასაქმება გრძელდება

13:48 06-24-2025
#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია
ახალი ამბები

#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია

15:51 06-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved