• რეკლამა
  • კონტაქტი
16:45, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, უკაცრავად, მაგრამ ძალიან მაგრად გაკლიათ” – ლევან ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:03 06-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,745

ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი:

“ბეზპრიძელშიკ” ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, ყველა გაუშვას ციხეში და საზოგადოებას მივმართავ, როცა ნიჰილიზმს თესავ, პროპაგანდას ჰყვები და კითხულობ – სად არიან პოლიტიკოსები, ივანიშვილმა ყველა გაუშვა ციხეში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ გიორგი ვაშაძე კრიმინალია და საზოგადოებისთვის საშიშია და იმიტომ გაუშვა ივანიშვილმა ციხეში, უკაცრავად მაგრამ ძალიან მაგრად გაკლიათ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელები არ ჩამოვუშვათ, ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის, პოლიტიკოსების დიდი ნაწილი არის ციხეში, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს ელოდება ციხე, ჟურნალისტებს უშვებენ ციხეში, არ ინდობენ მათ შორის ქალებს, ბავშვებს, სტუდენტებს უშვებენ ციხეში, ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არის ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა, ნუ გეშინიათ ამ სიტყვათა წყობის, აბსოლუტურად მშვიდობიანად შეიძლება ამ რეჟიმის ჩამოშლა და ივანიშვილს სხვანაირად ვერ დავამარცხებთ. კითხვები რომ გქონდათ მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, ამ ხალხმა ყველაფერი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის და არ ერიდებიან ციხეს, ახლა რომ დავფიქრდეთ, ანრი ოხანაშვილს რამდენი დღით შეუძლიათ, რომ ჩაჯდეს ციხეში? კალამს ვერ გააგდებინებენ ალბათ ორ დღეში და ვნახეთ ჩვენ კლასიკური მაგალითი ამის, გომელაურს გახარიაზე აცემინებენ ჩვენებას, ერთად ჭამდნენ, ერთად სვამდნენ, ბავშვები მოუნათლეს ერთმანეთს და ივანიშვილს რომ დასჭირდა კალამი ვერ გამოართვეს ხელიდან ისე მისცა ჩვენება მის წინააღმდეგ, გენერალ ხალხს დაატარებენ ჩვენებებზე, ამიტომ ვინც ქირქილებს, რომ სად არიან პოლიტიკოსები, აქ არიან ბატონო და ნაწილი ციხეშია. ახლა ვინც გარეთ ვართ, ჩვენი ვალია მოვახდინოთ მობილიზება, ძალა დავუპირისპიროთ ძალას, ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას მოგაკითხავენ სახლში. თუ თქვენამდე ჯერ არ მოსულან, აუცილებლად მოვლენ და ამისთვის მნიშვნელოვანია ყველა დავდგეთ ერთად, აღარ არსებობს არცერთი პარტია, არსებობს ერთი პოლიტიკური პარტია და ეს არის საქართველო და მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი მობილიზებით ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება. კიდევ გავიმეორებ ბუნებრივი დედლაინია 4 ოქტომბერი, ეს ადამიანები გვყავს დასახსნელი, ახლა რომ 7 თვე მიუსაჯეს, კიდე 7-ს დაუმატებენ და ჩვენც მიგვაყოლებენ და დაგვიჭერენ, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და მობილიზება.”

თეგები: ლევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო

13:13 10-13-2026
კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved