• რეკლამა
  • კონტაქტი
09:28, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზონდერში” თანაქალაქელი ამოვიცანი” – რას უყვება “ალიას” თაია ცეკვავა

ალია ავტორი - ალია
21:34 11-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89

ექსკლუზიურად “ალიასთვის” ცნობილი გახდა “ქართული ოცნების” კიდევ ერთი ზონდერის ვინაობა, რომელიც ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებას ზონდერჯგუფებში ირიცხება. როგორც გვიყვებიან, ეს ადამიანი არალეგიტიმურ, მმართველ პარტიასთან და “ქართული ოცნების” მფარველობის ქვეშ მყოფ კრიმინალურ დაჯგუფებასთან დაახლოებული პირია.
სამოქალაქო აქტივისტის თქმით, მშვიდობიანი მომიტინგეების დაშინებაში, ცემასა და ადევნებაში მხილებული პირი მამუკა მამფორიაა, რომელიც ადგილობრივ მთავრობას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციების ეპიცენტრში ახალგაზრდების საცემრად ქალაქ ფოთიდან ჩამოჰყავს.

როგორც “ალიას” მომიტინგე თაია ცეკვავა უყვება, მან თანაქალაქელი მამუკა მამფორია აქციაზე იმ დროს ამოიცნო, როცა სამოქალაქო აქტივისტებს ფიზიკურად უსწორდებოდა. რა თქმა უნდა, როგორც სხვა მხილებული და იდენტიფიცირებული პირები არ დასჯილან ქართული საპოლიციო ძალების მიერ, არც მამფორიას წინააღმდეგ დაწყებულა გამოძიება და სავარაუდოდ, ის ახლაც თავისუფლად დათარეშობს თბილისსა და ფოთში. ცეკვავა გვიყვება, რომ 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მამფორია კრიმინალ სპორტსმენებთან ერთად სახელისუფლებო კანდიდატის მხარდასაჭერად ამომრჩევლებს თავს ესხმოდა.
ასევე, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესაც, როდესაც ჩვენს კოლეგას, ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას თავს “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული ადამიანები დაესხნენ და ცემით სიკვდილის პირას მიიყვანეს,. თაია ცეკვავა ყვება, რომ მამფორია ციხეს მაშინაც გადაურჩა. ამის შემდეგ იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც – როცა ისევ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ამომრჩევლის მოსყიდვა-დაშინებაზე “იმუშავეს” ე.წ. ძველმა ბიჭებმა, მათ შორის, მომიტინგის თქმით – მამფორიამ.

“აქციაზე ვიყავი, როცა სხვა მომიტინგეებთან შესახვედრად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ფოსტის მიმართულებით წავედი. იმ დროს, საეჭვო 5 პირს ორი მომიტინგე წრეში ჰყავდათ ჩაყენებული და ურტყამდნენ, თან ყვიროდნენ – “აქ არ მოეთრიოთ ევროპის “შნირებოო”. ნაცნობი ხმა გავიგე და გვერდით რომ შიშით ჩავუარე, ერთ-ერთმა პირმა წიხლი ამოარტყა მომიტინგეს და უნებურად დავიყვირე, – ვაიმე-მეთქი. ჩემს ხმაზე გამოიხედა თავდამსხმელმა ზონდერმა და ე.წ. კაპიუშონი მკვეთრი მოძრაობის გამო გადაეხადა, იმ დროს ამოვიცანი ჩემი თანაქალაქელი, ფოთელი მამუკა მამფორია. მანაც მიცნო და ჩუმად იაყავიო, ხელის მოძრაობით მანიშნა. სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას და ფოთში ჩემს ნათესავებთან დავიწყე მამუკა მამფორიას შესახებ დამატებითი ინფორმაციების მოძიება. ფოთში ყველამ იცის, რომ მამუკა მამფორია დაკავებულია რეკეტით, ხალხს ფულს “აწერს” და მას არასოდეს  აკავებს პოლიცია, მიუხედავად იმისა, რომ ათას საშინელებას სჩადის ჩვენს ქალაქში. ადგილობრივებს მისი ეშინიათ, რადგან როგორც ამბობენ, ის კრიმინალური ავტორიტეტის, ლავას ოღლის დაჯგუფებასთან დაახლოებული პირია. ჩემი ინფორმაციით, ზონდერად თბილისში ჩამოყვანილი მამუკა მამფორია წამალდამოკიდებულია და ყველაფერს აკეთებს ფულის ან ნარკოტიკის ფასად.

ვამხელ მამფორიას იმ მიზნით, რომ რამის შერცხვეს და პატარა გოგო-ბიჭებზე ფიზიკურ თავდასხმებს თავი დაანებოს. ვიცი, რომ მიტინგებიდან სახლში წასულ ხალხს სადარბაზოებში უსაფრთდება და სცემს. პოლიციის დაკვეთით ხდება ჩვენზე – მომიტინგეებზე ფიზიკური ანგარიშსწორება სპეცრაზმელების გარდა, ზონდერჯგუფების მიერ და ამ ზონდერებს ისევ იგივე პოლიცია ხომ არ დააკავებს?! იმედს ვიტოვებ, რომ როცა პრორუსულ ხელისუფლებას სახლებში გავუშვებთ და მთავრობა შეიცვლება მამუკა მამფორიასნაირი უკონტროლო ადამიანები, კრიმინალები და საზოგადოებისთვის საშიში პირები აუცილებლად ციხის საკნებში აღმოჩნდებიან,” – ამბობს თაია ცეკვავა.

“ალია” მომხდარზე შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა უწყება მამუკა მამფორიასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved