• რეკლამა
  • კონტაქტი
16:03, სამშაბათი, 15 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

“ჩემი საკნიდან იმიტომ გამწიეს, რომ თურმე, ხაზარაძე არ უნდა გამეკრიტიკებია… ბოიკოტის მერე რა ხდებაო? – რა სულელური შეკითხვაა” – რეზო კიკნაძის წერილი

ალია ავტორი - ალია
17:07 06-21-2025
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
277

სინდისის პატიმრის, რეზო კიკნაძის გვერდზე, სოციალურ ქსელში, წერილი ვრცელდება, რომელსაც “ალია” უცვლელად გთავაზობთ:

 

ჩემი საკნიდან, საკანი 84-დან იმის გამო გამწიეს, ანუ საფუძველი ის იყო, რომ თურმე ხაზარაძე არ უნდა გამეკრიტიკებინა, ღმერთი ხელშეუხებელია და არავინ აკრიტიკებსო. მე ახლაც მშვენივრად ვარ, სადაც ვარ, ისევ ის ინანებს ჩემთან ასეთ არაკაცურ მოქცევას. ჩემი სინდისი კვლავ შეურყვნელია. არადა რეალურად არც კი მიხსენებია ვინმე, ხაზარაძის გაკრიტიკებად ის ჩამეთვალა ოქრუაშვილის დაჭერის მეორე დღეს, სასამართლოზე რომ ვთქვი, გირაო არავინ გადაიხადოს, ეს თანამებრძოლის მიტოვება და ბრძოლის ველიდან გაქცევაათქო. ხო იცით, სიმართლის თქმას არსად და არასდროს ვერიდები, პირიქით, ჩემი მთავარი მიზანიც ისაა, უსამართლობას არ დავუხარო თავი, ვინც ეგუება და უხრის, იმან იდარდოს.

შენ რა გაგიკეთებია ქვეყნისთვის იმდენი, რაც მამუკამ გააკეთა და როგორ ბედავ მასზე რამის თქმასო, შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ მართლა ასეთი სიტყვები მივიღე. მეგობრებო, ჩემი მცირე ცოდნა ამდენს ვერ სწვდება და იქნებ დამეხმაროთ და გამარკვიოთ, რა გააკეთა ხაზარაძემ ქვეყნისთვის ამისთანა, ხმის ამოღებაც რომ არ შეიძლება, თუნდაც ჩემნაირი პატარა კაცისგან, გარად იმისა, რომ გირაო გადაიხადა, რათა არ დაეჭირათ და თვითმმართველობის ვაიარჩევნებში აპირებს გასვლას?

არადა თუნდაც 3 თვის წინ ვფიქრობდი “ლელოსთვის” მიმეცა ხმა, როცა ამის დრო მოვიდოდა, დღეს კი ჩემი ოჯახიდან 4 ხმა დააკლდათ და კიდევ რამდენი ასეთი 4 ხმა დააკლდებათ მსგავსი არაკოლეგიალური და ქოცების წისქვილზე წყლის დამსხმელი ნაბიჯებით.

“ბოიკოტის მერე რა ხდებაო” რა სულელური შეკითხვაა, ბოიკოტი იქამდე გრძელდება, სანამ მოთხოვნას არ დაგიკმაყოფილებენ და დროის სვლასთან ერთად უფრო მძაფრ სახეს იღებს, აბა თუ ის არ შეგისრულეს, რასაც ითხოვდი, შენ რატომ ასრულებ მათ მოთხოვნას ამ შემთხვევაში არაფრისმომცემ თვითმმართველობის არჩევნებში გასვლას? არაფრისმომცემს ჩვენთვის, თორემ მათთვის ლეგიტიმაციის მიმცემს. უფრო საინტერესო ისაა, თვითმმართველობის არჩევნებს რომ წააგებთ ან თუნდაც ორ ოლქს მოიგებთ, მერე რა ხდება? ის ორი პარტია არ გადის, ვინც ყველაზე მეტი ხმა აიღო ოპოზიციიდან წინა არჩევნებში და მე-3, მე-4 ადგილებზე გასულ პარტიებს, რომლებსაც კიდევ უფრო შეუმცირდებათ ამომრჩეველი ამ მოღალატეობრივი ქმედებით, რისი იმედი აქვთ?
ჩვენი მიზანი ის უნდა ყოფილიყო, რაც შეიძლება ცოტა ხალხი მისულიყო ამ ვითომ არჩევნებში და ბარიერგადალახულ პარტიებს არ მიეღოთ მონაწილეობა და მისი არალეგიტიმაცია ამით გაგვემართლებინა. მოდი პირველი მიზანი კვლავ დავტოვოთ ძალაში და არმისვლით ვაგრძნობინოთ, სად არის ხალხის რეალური ძალა.
რეზო კიკნაძე,
7 მაისი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა

14:01 07-15-2025
გაატარე ზაფხული შენებურად – საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

გაატარე ზაფხული შენებურად – საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის

18:31 07-14-2025
PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
ახალი ამბები

PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა

16:46 07-14-2025
რა სიმპტომები ახასიათებს სწორი ნაწლავის პროლაფსს და რომელია მისი მკურნალობის “ოქროს მეთოდი”?
ახალი ამბები

რა სიმპტომები ახასიათებს სწორი ნაწლავის პროლაფსს და რომელია მისი მკურნალობის “ოქროს მეთოდი”?

16:30 07-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved