• რეკლამა
  • კონტაქტი
13:23, კვირა, 20 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მივმართე, მაგრამ ვერაფერს ვიზამ” – მოსამართლე ბაჩიაშვილს ეუბნება, რომ გატაცების საქმის გამოძიება ითხოვა და რეაგირება არ იყო

ალია ავტორი - ალია
13:31 06-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,739

რა ხდება ჩემი გატაცების საქმეზე, სასამართლომ რაიმე რეაგირება მოახდინა? – ამ სიტყვებით მიმართა გიორგი ბაჩიაშვილმა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

“ფბ-ზე როგორ გამოქვეყნდა განცხადება, რომ წავედი 1 დღეში ჩატარდა საგამოიძიებო მოქმედებები და დაიჭირეს ქარუმიძე. 3 კვირა გავიდა ჩემი გატაცების შემდეგ. 2 კვირა რაც თქვენც გითხარით და არ ჩატარებულა გამოიძება, მე არ დავუკითხივარ არავის. სასამართლომ რაიმე რეაგირება გააკეთა თუ არა მაინტრესებს. როცა ივანიშვილის ინტერეს ეხება, ეგ გაინტერესებთ მარტო. ჩემს საქმეში იყო ორი უტყუარი მტკიცებულება, ორივე ჩემს სასარგებლოდ. მაინტერებს რამე რეაგირება გქონდათ თუ არა და რა ხდება ჩემი გატაცების საქმეზე”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ბაჩიაშვილს უთხრა, რომ რეაგირება მოახდინა და პროკურატურას მიმართა:

“მე მივმართე მაგრამ ვერაფერს ვიზამ. მე ვუზრუნველყოფ რომ მოსმენილი იყოს თქვენი პოზიცია. მე სამწუხაროდ სხვა ბერკეტი არ მაქვს”, – თქვა მოსამართლემ.

ამის შემდეგ ბაჩიაშვილმა მოსამართლეს უთხრა: მე როგორ უნდა ვენდო ამ სასამართლოს, რომელიც იმ სასამართლოს ნაწილია, რომელიც ამ ყველაფერს ჩადის. 

მოსამართლე – მე მოგისმენთ

ბაჩიაშვილი – აზრი არ აქვა ჩემს მონაწილეობას პროცესებში.

მოსამaრთლე – სხვის გამოტანილ განაჩენზე მე ვერ ვაგებ პასუხს. ამ პროცესზე თქვენი უფლებები ვერ დაირღვევა. ამ ფარგლებში გამოვიტან მე განაჩენს. სხვა პირების მიმართ თქვენი პრეტენზია მოსმენილი იქნება. რეაგირების შესაძლებლობა რაც მაქვს ვაკეთებ”

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 27 მაისს დააკავეს – ინფორმაცია ამის შესახებ სუს-მა გაავრცელა. ანრი ოხანაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ ოლიგარქის მილიონების  ყოფილი მმართველი, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება მთელს  მსოფლიოში ეძებდა, საქართველოდან რამდენიმე კილომეტრში, წითელ ხიდსა და სადახლოს შორის არსებულ ე.წ. მწვანე ზონაში სეირნობდა.

გიორგი ბაჩიაშვილმა დუმილი სასამართლო პროცესზე დაარღვია. მან სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს.

გიორგი ბაჩიაშვილი აბუდაბიდან მისი საქართველოში იძულებით დაბრუნების საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს , თუმცა უშედეგოდ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved