• რეკლამა
  • კონტაქტი
17:33, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბახტაძის მოთხოვნა იყო, გახარიას 20 ივნისს არ გამოეყენებია სპეც–საშუალებები… გახარია ხალისიანი იყო… ბახტაძის მესიჯი გახარიამ დაწერა” – გიორგი ჭოლაძე

ალია ავტორი - ალია
17:48 06-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,644

2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე წულუკიანის კომისიაში დაბარებულმა გიორგი ჭოლაძემ ისაუბრა. ცნობისათვის, ის 2019 წელს იმდროინდელი პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის აპარატის უფროსი იყო.

ჭოლაძის თქმით, მამუკა ბახტაძე აქციის დასარბევად სპეც-საშუალებების გამოყენების წინააღმდეგი იყო.

“ბახტაძის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ არ უნდა გამოყენებულიყო სპეც-საშუალებები, რადგან არ იყო იმ რაოდენობის ხალხი, რომელსაც სხვა მეთოდებით ვერ გავუმკლავდებოდით.  შევთანხმდით ასეთ მესიჯზე: საზოგადოებისთვის უნდა მიემართა პრემიერმინისტრს, დამაწყნარებელი მესიჯი და შემდეგ უნდა ეთქვა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ სპეც-საშუალებების გამოყენებას. ამაზე შევთანხმდით. მესიჯის ფორმირება მოხდა გახარიას მიერ, რომელიც უთხრა პრემიერმინისტრს – ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი სპეც-საშუალების გამოყენებას.

ბახტაძემ თქვა — მე, როგორც პრემიერმინისტრი, გეუბნებით, რომ ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც გამოიყენებს ძალისმიერ მეთოდებს ჩვენივე მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, ეს არ მოხდება. დამთავრდა ეს ამბავი, მოვტრიალდით უკან, იუველირული სიზუსტით მახსოვს, ცოტახანს შევჩერდით, რამდენიმე დეპუტატი იდგა. ქვემოდან ისმოდა ოპოზიციის წარმომადგენლების შეძახილები, შევყოვნდი დერეფანში და როცა შევედი ზვიად ძიძიგურის ოთახში, სადაც მთავრობა იყო შეკრებილი, უკვე სროლა დაწყებული იყო. ანუ, მამუკა ბახტაძის განცხადების შემდეგ რამდენიმე წუთში, სანამ მივედი იმ ოთახამდე, სროლა იყო დაწყებული.

გახარიამ თქვენთან ახსენა, ვასულიერებდი [დეპუტატებსო], მე მაგის მოსულიერებული არავინ მინახავს, არც ყავით და წყლით გამასპინძლებული, არც ხაშლამა ჩამოტარებული, მაგისთვის ეცალა? მაგისი არც დრო იყო და არც სიტუაცია. ოთახ-ოთახ დავრბოდიო, არც მაგისი ოთახ-ოთახ სირბილი მინახია, ოთახ-ოთახ ვნახე, როგორ დარბოდა სოზარ სუბარი. 

ერთი მომენტი მახსოვს, სოზარმა ჰკითხა, რა ხდებაო და ეგო ძველი კადრებია, ოპო-არხები ატრიალებენო. 

იქ ისეთი ხალისიანი იყო, ხალისიანი შეიძლება ცოტა გადაჭარბებულად ვთქვა, მაგრამ არ ეტყობოდა, რომ განსაკუთრებულად დარდობდა, რა ხდებოდა გარეთ, ძალიან გასაკვირი იყო. 

როგორც ის წულუკიანის კომისიას უყვება, გახარიას პასუხი მამუკა ბახტაძესთან დაძაბული საუბრის შემდეგ იყო: “მე არაფერ შუაში ვარ, სიტუაცია დაიძაბა და ადგილზე მოხდა გადაწყვეტილების მიღება”. 

“როგორც არ უნდა მჯეროდეს, ჩემი საკუთარი ძმა რომ ყოფილიყო შს მინისტრი, მას ეთქვა, რომ ასე იყო, თეორიულ ეჭვს დავუშვებდი, რომ ეს იყო სპეციალურად გაკეთებული. ის, რომ მან პრემიერს ათქმევინა ეს და სანამ მივედით ოთახამდე, სროლა იყო დაწყებული.

მე არ მინდა პროფესიულ თემაში შევიდე, ეს არის ჩემი პირადი აზრი. შეიძლება გახარია მოვიდეს აქ და თქვას, რომ მე ისეთი მაგარი მინისტრი ვიყავი, მივედი და მგლის ხახაში თავი ჩავყავიო, მაგრამ არ იყო ეს ასე. მე მივაწერდი მის არაკომპეტენტურობას, იმიტომ რომ, ჩემი ღრმა რწმენით ეს არ უნდა გაეკეთებინა და დამატებით აქვე ეპატიჟებოდა დეპუტატებს და ელჩი ჰყავდა ფარად რამე რომ მომხდარიყო. იქ რომ რამე მომხდარიყო და გერმანიის ელჩს ერთი ღერი თმა მაინც, რომ ჩამოვარდნოდა იქ რომ ხალხი შემოვარდნილიყო, ჩვენ სამწუხაროდ გვახსოვს პარლამენტის შენობაში შემოვარდნები. რა მოხდებოდა მას გააზრებული ჰქონდა?!- არა, რატომ არ ჰქონდა გააზრებული?- იმიტომ რომ „ვენის კონვენცია” წაკითხული არ ჰქონდა, კანონი “პოლიციის შესახებ“ არ ჰქონდა წაკითხული მგონი, რასაც აქ ვუყურებდი”, – განაცხადა გიორგი ჭოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი შს და პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ერთხელ უკვე იმყოფებოდა ოცნების პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე. 16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ გახარიას კომისიაზე 23 ივნისს მეორედ იბარებენ. უცნობია მივა თუა რა ის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved