• რეკლამა
  • კონტაქტი
14:49, სამშაბათი, 21 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოგიწოდებთ EU–ს ქვეყნებს, დაუწესეთ სანქციები “ოცნების” მაღალჩინოსნებს – ევროპარლამენტის რეზოლუციის სრული ტექსტი

ალია ავტორი - ალია
16:27 06-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,976

ევროპარლამენტში დღეს მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციის ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“.

„საქართველოს შესახებ  წინა რეზოლუციების გათვალისწინებით, რეგლამენტის 150(5) და 136(4) წესების გათვალისწინებით, ვინაიდან  მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი პროევროპული საპროტესტო აქციების დროს 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს და პოლიციელთან დაკავშირებული პროვოცირებული ინციდენტისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება;

ვინაიდან დრაკონული კანონმდებლობის მიღება, როგორებიცაა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) და ცვლილებები მაუწყებლობის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და გრანტების შესახებ კანონებში წარმოადგენს დემოკრატიული უკუსვლის სახიფათო დაჩქარებას და მიზანმიმართულ ავტორიტარულ სტრატეგიას „ქართული ოცნების“ მიერ კრიტიკული ოპოზიციისა და დამოუკიდებელი პოლიტიკური ხმების ჩასახშობად;

იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ პრაქტიკულად გაანადგურა ქვეყანაში დარჩენილი დამოუკიდებელი მედიასაშუალებები; იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი საინფორმაციის სივრცე სრულად არის დაპყრობილი პროსამთავრობო მედიის მიერ, რომელიც ავრცელებს რუსული სტილის პროპაგანდას და ანტიევროპულ დეზინფორმაციას;

იმის გათვალისწინებით, რომ მზია ამაღლობელის საქმეში ხელისუფლებამ უგულებელყო პროცედურული დაცვის მექანიზმები, მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკისრა წინასწარი პატიმრობა, რაც გაპროტესტებულია სახალხო დამცველის მიერ და დანიშნა მოსამართლე, რომელსაც არ გააჩნია სისხლის სამართლის კვალიფიკაცია;

იმის გათვალისწინებით, რომ იგი ისჯება კორუფციის გამოვლენისა და 2024 წლის არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის;

ვინაიდან, გავრცელებული ინფორმაციით, მან განიცადა არაადამიანური მოპყრობა და 38-დღიანი შიმშილობას მიმართა;

ვინაიდან ესტონეთმა და ლიეტუვამ დააწესეს პერსონალური სანქციები ქართველ მოსამართლეებსა და პოლიციელებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან მზია ამაღლობელის საქმესთან – მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას;

მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე; გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავებების, შევიწროებისა და მათ მიმართ ძალადობის გამო, მათ შორის, ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი დევნის, ძალადობისა და გენდერული ძალადობის გამო;

მოუწოდებს დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება;

მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციის ლიდერები: ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გმობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ქმრის ძალადობრივ გატაცებას და მისი შვილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მუქარების შესახებ შეტყობინებებს;

მოუწოდებს ყველა რეპრესიული კანონმდებლობის დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ, დემოკრატიის აღდგენისა და მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების სრული დაცვისკენ;

მოუწოდებს ევროკავშირს, გააძლიეროს მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის FARA-ს ძალაში შესვლის შემდეგ და აკონტროლოს მიმდინარე სასამართლო პროცესები;

სინანულს გამოთქვამს ევროკავშირის საბჭოს, წევრი ქვეყნებისა და ევროკომისიის მუდმივი უმოქმედობის გამო და იმეორებს წევრი ქვეყნებისადმი თავის მრავალგზის მოწოდებას, დააწესონ ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე; გამოთქვამს შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმის ბოლოდროინდელი ტალღის გამო, რომელიც გამოწვეულია ზოგიერთი სახელმწიფო დაწესებულების მოთხოვნით, ისეთის, როგორიცაა, ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ითხოვს ბოლო წელიწად-ნახევრის დეტალური ფინანსური, სამართლებრივი და ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებას სამ სამუშაო დღეში. ხაზს უსვამს, რომ ეს მოთხოვნა, თავისი განზრახვით, შეუსრულებელია და, შესაბამისად, საფრთხეს უქმნის სამიზნე ორგანიზაციების მუშაობას და მათი საქმიანობის შეჩერებას; ავალებს თავის პრეზიდენტს, გადაუგზავნოს ეს რეზოლუცია ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ეუთო-ს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს და საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ცნობისთვის, 324 ხმით ხმით 25-ის წინააღმდეგ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“. კენჭისყრაში

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved