• რეკლამა
  • კონტაქტი
00:52, სამშაბათი, 9 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩინეთს მოუწევს შეგუება უმწარეს რეალობასთან – უმნიშვნელოვანესი სავაჭრო არტერია გადავა აშშ–ის კონტროლის ქვეშ!” – კოტე კემულარია

ალია ავტორი - ალია
18:05 06-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
14,516
ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:
მოსკოვში და პეკინში შეშფოთებით აკვირდებიან
ისრაელსა და ირანს შორის გაჩაღებულ სერიოზულ
სამხედრო დაპირისპირებას…
ჩინეთის გიგანტური ინვესტიციები სპარსეთის ყურეში და ბანდერ აბასის პორტში, რუსული სამხედრო გარანტიებით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი!!!
სირიიდან რუსეთის და ირანის სამხედროების განდევნამ, მკვეთრად შეარყია რუსული გავლენები და გარანტიები ახლო აღმოსავლეთში!!!
ტრამპის მუქარას თუ ამ კონფლიქტში აშშ პირდაპირი ჩართვა მოყვა, ჩინეთი არამარტო საკუთარ ინვესტიციებზე დაკარგავს კონტროლს,
მას მოუწევს შეგუება უმწარეს რეალობასთან—
უმნიშვნელოვანესი სავაჭრო არტერია-ორმუზის სრუტე გადავა აშშ კონტროლის ქვეშ!!!
ირანის ლიდერმა მკაცრად უპასუხა ტრამპს: “ირანის კაპიტულაცია გამორიცხულიაო…”
თუ აშშ ჩაერთვება, მძიმე საპასუხო დატყმას უნდა ელოდოსო!
ბუნკერიდან დამუქრება აშშ-ისრაელის დომინაციაში მყოფ ძალებს ვერ შეაჩერებს!
ისრაელმა დაბომბა ნათანზის ბირთვული ცენტრი, მაგრამ მხოლოდ მიწისზედა ნაგებობები
გაანადგურა: ძირითადი მოწყობილობები 20 მეტრის სიღრმეზე არის განლაგებული…
მეორე-ყველაზე მთავარი ბირთვული ცენტრი არის განლაგებული ფ ო რ დ ო შ ი, 60-90 მეტრის სიღრმეში!
მხოლოდ ამერიკას გააჩნია 13.5 ტონიანი ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები, რომელთაც შეუძლიათ ჩააღწიონ ასეთ სიღრმეში…
ეს ბომბები გადააქვს აშშ მძიმე ბომბდამშენს-B 2,რომელსაც რამდენიმე ათასი მილის მანძილზე ფრენა შეუძლია-ავზის დამატებითი შევსების გარეშე…
მხოლოდ ფ ო რ დ ო ს განადგურების შემდეგ შეუძლია აშშ-ისრაელს განაცხადოს რომ მსოფლიო ძირითად სავაჭრო არტერიებს “ანგლოსაქსები” აკონტროლებენ და ახალ მსოფლიო წესრიგის დამყარებასაც
დასავლური ერთობა შეეცდება!!!
რუსეთის უკრაინაში შეჭრაც ამ “თემაში” ჩარევის ნაწილი იყო, თუმცა უფრო ვიწრო მასშტაბის—ზოგადევროპული მდგენელით…
ჩინეთ-რუსეთ-ირანის სამკუთხედის მარცხი გაცილებით გლობალური ხასიათის იქნება—დაინგრევა “ბრიქსის” თემაზე ხელოვნურად მიბმული მითოლოგიებიც….
დიდი შვიდეულის ლიდერებმა, ორიოდე დღის წინ, კანადაში დააფიქსირეს რომ, ავტორიტარულ რეჟიებთან “ლოიალურ შეთამაშებებს” არ შეურიგდებიან!!! ტრამპის მცდელობას—პუტინი G 7 სხდომაზე მიეწვია, გერმანიის კანცლერის უხეში პასუხი მოყვა—“ამ ფორმატში ომის დამნაშავეების ადგილი არ არისო”!!!
“ირანის ოპერაციის” ვადად ორი კვირის გამოცხადება, აშშ-ისრაელის და სხვა “ანგლოსაქსების” სპეცსამსახურების სკრუპულოზურად დამუშავებულ გეგმას ჰგავს: პირველი კვირა ისრაელმა მარტო “გაქაჩა”..
მეორე კვირაში—მას აშშ დახმარება აუცილებლად დასჭირდება!!!!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები
ახალი ამბები

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები

20:18 06-08-2026
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ახალი ამბები

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

16:58 06-08-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:48 06-08-2026
რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?

16:28 06-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved