• რეკლამა
  • კონტაქტი
20:39, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სტუდიო ლიბერთი ‘ქარავან არტ ფორუმის’ სპონსორია

ალია ავტორი - ალია
18:14 06-16-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
254

დღეიდან, ლიბერთის პრემიუმ საბანკო მომსახურება – ‘სტუდიო ლიბერთი’ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “ქარავან არტ ფორუმის” სპონსორი გახდა, რაც ფესტივალის მხარდაჭერას და თანამედროვე ქართული ხელოვნების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

“ქარავან არტ ფორუმ ქუთაისი” საქართველოში 2002 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და წარადგენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული მხატვრების, ფოტოხელოვანების, ხელოვნებათმცოდნეების და კურატორების პროექტებს. წლევანდელი ფესტივალი 16-19 ივნისს ქუთაისში შედგება.

„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ ქარავან არტ ფორუმს -თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას.
სტუდიო ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც კულტურული გარემოს განვითარებას უწყობს ხელს და საზოგადოებას ახალ გამოცდილებებს სთავაზობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი ქუთაისში იმართება – ქალაქში, სადაც სტუდიო ლიბერთის პირველი უნიკალური სივრცე შევქმენით.”
 – ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგის და მომხმარებლებისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„სტუდიო ლიბერთის მხარდაჭერა არტ ფორუმს დაეხმარება სამომავლო განვითარებაში და თავის წვლილს შეიტანს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის პროცესში. მსგავსი ტიპის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ხელოვნებისთვის და განსაკუთრებით, არტისტებისთვის” – შალვა ხახანაშვილი, ქარავან არტ ფორუმის დამფუძნებელი.

“სტუდიო ლიბერთი” ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა – პირველი მრავალფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე. სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური ბანკირის მომსახურებით, იღებენ საბანკო და lifestyle პროდუქტებზე ინდივიდუალურად მორგებულ შეთავაზებებს და პრემიუმ მომსახურებას. ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით.

www.studioliberty.ge

აბაშიძის 70, თბილისი | გრიშაშვილის 19, ქუთაისი

(R)

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved