• რეკლამა
  • კონტაქტი
16:24, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

ალია ავტორი - ალია
12:46 06-17-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
218

15 ივნისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, არქის მაცხოვრებლებისთვის კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო გაიმართა, სადაც ქართული ნაციონალური ბალეტი – სუხიშვილები არქელებისთვის სპეციალური პროგრამით წარდგა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი ქორეოგრაფიული ნომრები აერთიანებდა ეროვნულ იდენტობად ქცეულ კომპოზიციებს.

ღონისძიება არქის ინიციატივით გაიმართა და მისი მიზანი იყო, რომ არქელებს უნიკალური კულტურული გამოცდილება მიეღოთ, დამტკბარიყვნენ ცეკვით გადმოცემული ქართული ტრადიციებით და ზაფხულის თბილი საღამო სასიამოვნოდ გაეტარებინათ.

“არქიში ჩვენს 45 000-ზე მეტ არქელზე ზრუნვას განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვუთმობთ და ყოველთვის ვცდილობთ სხვადასხვა სახის აქტივობები შევთავაზოთ. არქისთან ურთიერთობა არ მთავრდება ბინის გასაღების გადაცემით, პირიქით, ჩვენი მიზანია რომ თითოეულმა არქელმა ბედნიერად და კომფორტულად იგრძნოს თავი. ასეთი ღონისძიებები უკვე იქცა ჩვენს საერთო ტრადიციად და ჩვენს მაცხოვრებლებს წინ კიდევ უამრავ სასიამოვნო სიურპრიზს ვუმზადებთ” – არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

ლეგენდარულ ანსამბლს წელს დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა და არქელებისთვის მოწყობილ საღამოზე წარმოდგენილი იყო მთელი ამ პერიოდის მანძილზე შექმნილი საუკეთესო ქორეოგრაფიული კომპოზიციები.

არქის მთავარი პრიორიტეტი არქელებზე ზრუნვაა და ამის ფარგლებში, არაერთი სხვადასხვა ინიციატივით ცდილობს, მათი ყოველდღიურობა კიდევ უფრო კომფორტული გახადოს. წლების მანძილზე, კომპანიის ორგანიზებით, მხოლოდ არქელებისთვის გაიმართა ისეთი გამორჩეული ღონისძიებები, როგორიც იყო „ჯიფსი კინგსის“ კონცერტი, ქართული კინომუსიკის შედევრები ნიკოლოზ რაჭველისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრისგან; მიუზიკლი „ჩიკაგო“ და სხვა…

დეველოპერული კომპანია მომავალშიც განაგრძობს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას, რათა არქიში ცხოვრება სავსე იყოს სასიამოვნო მომენტებითა და გამოცდილებებით. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად ქველმოქმედებას ხმარდება.

(R)

თეგები: არქელებიარქისუხიშვილები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved