• რეკლამა
  • კონტაქტი
13:07, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საჩუქარი “ბოსებს” – რა მოხდა წაღვლი-ჩორჩანის ტყეში რეალურად 2019 წელს და რისი მიღწევა სურს “წულუკიანის კომისიას”

ალია ავტორი - ალია
02:22 06-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,247

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა:

2019 წლის იანვარში წაღვლი-ჩორჩანის ტყეში აღმოვაჩინეთ მარკირება სატყეო გზებზე, იმ ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობდა ჩვენს კონტროლირებად მხარეს.

მარკირება ნიშნავდა იმას, რომ
რუსები ემზადებოდნენ ამ ტერიტორიის მისატაცებლად.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ ორივე პასუხისმგებელი სტრუქტურა – სუსი და შსს.

რეაქცია იყო აგდებული, დავიცინეთ და ტროლების შემოსევაც მივიღეთ პასუხად.

თუმცა, ჩვენ არ გავჩერდით და კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება წარვუდგინეთ საზოგადოებას.

საბოლოო შედეგი კი დადგა ის, რომ
2019 წლის 23 აგვისტოდან ჩორჩანის ტყეში ჩაიდგა სამი საგუშაგო, რომლებმაც დაიცვეს 3 სტრატეგიული მნიშვნელობის ტალკის საბადო, რომელთა მიმართ რუსები თავის მონა-სეპარატისტებთან ერთად დღემდე გამოხატავენ დიდ ინტერესს.

ამის შემდეგ რუსები შემოიჭრნენ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და დაამონტაჟეს ღობეები ჩვენს მიერ აღმოჩენილი მარკირებული გზების გასწვრივ.

ვფიქრობ,ამ სამი საგუშაგოს ჩადგმა სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ არასრული.

საჭირო იყო ასევე დამატებით, მინ 2 საგუშაგოს ჩადგმა წაღვლის ტყეში, სადაც დღეს უკვე ასევე 3 რუსული საგუშაგოა განთავსებული.

ჩორჩანა-წაღვლის ტყე წარმოადგენს რუსების მიერ შემუშავებული ახალი საოკუპაციო გეგმის შემადგენელ ნაწილს, რომელზეც ჩვენ რამდენიმე წელია ვსაუბრობთ და რომლის არსებობაც ჩვენ დავამტკიცეთ ვიდეო მტკიცებულებით.

ჩორჩანას ტყეში განლაგებული ქართული საგუშაგოები უკვე მეექვსე წელია წარმოადგენენ რუსებისთვის
დაუძლეველ წინაღობას, თუმცა IPRM ის შეხვედრებზე ამ საკითხის პერმანენტულად დაყენების იქეთ ვერ მიდიან.

ჩემი სუბიექტური შეფასება და ვარაუდი ამ კონკრეტულ ამბავთან დაკავშირებით გახლავთ ის, რომ ეს საკითხი ქოცკომისიამ ხელოვნურად წამოწია იმისთვის, რომ საბოლოოდ გააუქმოს ეს საგუშაგოები და “საჩუქარი” გაუკეთოს თავის ბოსებს კრემლში.

ჩორჩანის საგუშაგოს ჩადგმა გახლავთ 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც ქართულმა მხარემ გამოიჩინა პრინციპულობა და შეეცადა დაეცვა ჩვენი ქვეყნის არაოკუპირებული ნაწილი.

შეგახსენებთ, რომ 4 რეგიონიდან, რომლებიც ესაზღვრებიან ოკუპაციის ხაზს, მხოლოდ შიდა ქართლში დგას შესაბამისი პოლიციური დანაყოფი, ხოლო მცხეთა-მთიანეთი, ზემო იმერეთი და ზემო რაჭა აბსოლუტურად მიტოვებულია და ამ რეგიონებში არსებული ოკუპაციის ხაზი წარმოადგენს რუსების სრული კონტროლის ზონას.
(პერევში და ოძისში განლაგებულია ორი გამშვები პუნქტი)

ასე რომ, ეს კომისია და ზოგადად ქოცბანდა, ზრუნავს მხოლოდ რუსების ინტერესებზე და არა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციაზე.

created by Polish

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით მრავალფეროვანი პაკეტები და კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით მრავალფეროვანი პაკეტები და კომბინაციები!

12:05 08-19-2026
ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved