• რეკლამა
  • კონტაქტი
23:56, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პროტესტი სცენაზე! მუსიკოსების წინააღმდეგ – ხვალ შეიძლება სახლებშიც შეიჭრან” – ადვოკატი, ირმა ჭჯადუა

ალია ავტორი - ალია
04:14 06-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,738

ადვოკატი, ირმა ჭკადუა, რომელიც ამჟამად, პროევროპული აქციებისას დაკავებული პირის უფლებამცველიცაა, სოციალურ ქსელში, წერს:

პროტესტი სცენაზე!
მუსიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ! ხვალ შეიძლება სახლებშიც შეიჭრან, ეს მხოლოდ დროის საკითხია.

ვფიქრობ, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესების შეფასება. ეს ჯანსაღი დისკუსიაა, რადგან კანონმორჩილმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი არაეთიკური თავდასხმებისგან, ასევე, რა არის თავისუფლება და რა – ზიანის მიყენება სხვებისთვის, ვფიქრობ სწორედ დღეს შეიქმნა ის ვითარება, როცა უნდა განვასხვაოთ პროტესტი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ქმედებისგან.

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი საზოგადოების მონაპოვარია და მას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარებში წერენ:

“ისაუბრეთ, საზმაუზე მოითხოვეთ ეთერი და ადამიანურ ენაზე ახსენით, რომ ის ბიჭები იმიტომ კი არ არიან დაჭერილები, რომ ევროპაში უნდათ და სამშობლო უყვართ, არამედ იმიტომ, რომ პოლიციელს დამართეს ის, რაც დამართეს და ა.შ. ასევე, როგორ უნდა იყოს ევროპულად და რას გვავალდებულებს კანონი. ასევე, სასამართლოში მოქცევის წესებიც განმარტეთ. ჩვენი დასკვნაა, რომ იღებენ ყველაფერს და უგზავნიან პატრონებს, რომლებიც აძლევენ ფულს. რატომ არ უნდა ვიფიქროთ ასე? და რატომ უნდა გვქონდეს ემპათია ამ ვანდალების მიმართ?”

…

“თავისუფლება გულისხმობს პასუხისმგებლობას თავისუფლების უფლების გამოყენებაზე. დღეს ვხედავთ უპასუხისმგებლო თავისუფლებას, რომელიც სურთ დასავლურ ღირებულებად შეგვასაღონ”

ჭკადუა კომენტარების ავტორებს არ პასუხობს და შესაბამისად, უცნობია, ეთანხმება მათ, თუ – არა.

ცნობისთვის, 12 ივნისს, მათე დევიძის სასამართლო პროცესის და 4,6-წლიანი მსჯავრის გასაპროტესტებლად, ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ისევე, როგორც ყოველ დღე, უკვე რამდენი თვეა. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ თსე-ში კონცერტი იმართებოდა. ახალგაზრდების ნაწილი მივიდა და გააპროტესტა. პასუხად, “ჭოხოებმა”, 13 ივნისს განაცხადეს, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია და რომ თსე-თან ურთიერთობას წყვეტენ, “გასაგებ მიზეზთა გამო.”

შეგახსენებთ, ირმა ჭკადუა ვალერი თეთრაშვილის ადვოკატია. 13 ივნისს, პროცესზე, სწორედ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ე.წ. დამკავებელმა პოლიციელმა, გოგიტა ხარატიშვილმა თქვა, რომ პროცესზე ამოიცნო პირი, რომელიც დააკავა: –  “დიახ, აი, პირდაპირ დგას, ეგერ პირდაპირ მიყურებს”, – თქვა მან.
პროკურორი ვაჟა თოდუა: – ვინ გიყურებს კაცო?

საქმე ისაა, რომ ვალერი თეთრაშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას საერთოდ არ ესწრებოდა.

2024 წლის 9 დეკემბერს, ირმა ჭჯადუამ, “იმედთან” თქვა:

„ჩემო შვილებო, მინდა ყველას მივმართო, დღეს ვიყავი სასამართლოში, ვიცავ ასევე ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც აქციაზე ყოფნის გამო არის დაკავებული. არ მინდა კონკრეტულ ქეისზე ვისაუბრო, მაგრამ დაფიქრდით, ყველა ლიდერი მოგიწოდებდათ, რომ გამოსულიყავით და გაგეპროტესტებინათ, დარწმუნებული ვარ, თქვენ გულწრფელად გახვედით, გახდით პროპაგანდის მსხვერპლი, გადაგიღეს, თქვენი ქმედებები აღბეჭდეს და ასეთი გამზადებული, ხონჩით მიართვეს ბრალდების მხარეს.

დღეს იცით რა ხდება სისხლის სამართლის საქმეში? მტკიცებულებად წარმოდგენილია ტელევიზიების გადაღებული კადრები, რითაც დააკავეს ეს ამდენი ადამიანი. ბავშვები, რომლებიც ახლა დააკავეს, მათ ხომ ოჯახის წევრები ჰყავთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა ეს ოჯახის წევრები დასხდებიან ასე მშვიდად და დაელოდებიან გვარამიას, ჯაფარიძეს, ვაშაძეს და ა.შ. თითოეული მათგანი მიუვარდება ამათ და იქაც ძალიან ცუდი ამბები დატრიალდება. დღეს მე უკვე მქონდა ძალიან ბევრ ადამიანთან ამ საკითხზე საუბარი და თითოეულის ოჯახის წევრი არის გამწარებული, რადგან მათი შვილები გაიყვანეს, მათი შვილები არიან დღეს დაკავებულები, ხოლო საპროტესტო აქციაზე ისევ დგანან და მოუწოდებენ ყოფილი ხელისუფლების წევრები, თითქოს დამალული და კულისებში მდგომი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებსაც სისხლი სწყურიათ და რევანშისთვის, ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის ყველაფერს აკეთებენ“.

“თსუ-თან ჩვენი ურთიერთობა დასრულებულია… კაცურად ეთქვა, რა დროს კონცერტიაო და… ათასჯერ გაგვიუქმებია” – “ჭოხოები”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved