• რეკლამა
  • კონტაქტი
21:23, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოვუწოდებთ “ოცნებას”, შეწყვიტოს განსხვავებული აზრის არადემოკრატიული ფორმით ჩახშობა – PACE-ს თანამომხსენებლები

ალია ავტორი - ალია
20:02 06-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
509

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები, ედიტე ესტრელა და საბინა კუდიჩი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობის მიღებისა და ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ სამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენების გამო.

თანამომხსენებლები გმობენ სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სავარაუდო “შეურაცხყოფის” საბაბით ჟურნალისტებისა და პოლიტიკური აქტივისტის სასამართლოში დაბარების ფაქტს და ასევე დაუსაბუთებელი და არაპროპორციული სამართლებრივი ზომების გამოყენებას.

ამასთან, ედიტე ესტრელა და საბინა კუდიჩი გმობენ “ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებებს, რომლებიც უარს ამბობენ “წინა რეჟიმის მიერ ჩადენილი ქმედებების” შემსწავლელ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე, რომელზეც არაერთხელ განაცხადეს, რომ მისი მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვაა”.

მიმდინარე რეპრესიები მხოლოდ ამწვავებს სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში და ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროპის საბჭოს წევრის სტატუსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ქართული საზოგადოების განსხვავებული აზრის არადემოკრატიული ფორმით ჩახშობა და შეაჩეროს ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა.

ჩვენ კვლავ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ღია და კონსტრუქციული დიალოგი ხელისუფლებასთან და ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა დავეხმაროთ ქვეყანას ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში”. – წერია განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved