• რეკლამა
  • კონტაქტი
18:07, ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შემოწირულობების 86% “ქართულმა ოცნებამ” მიიღო – რა თანხები შესწირეს წელს პარტიებს?

ალია ავტორი - ალია
19:37 06-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
332

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პოლიტიკური შემოწირულობების სახით სულ 5,661,545 ლარი გაიცა. ამ თანხიდან ყველაზე მეტი – 4,876,170 ლარი ქართულ ოცნებას შესწირეს, რაც მთლიანი პოლიტიკური დონაციების 86%-ია. სახელისუფლებო პარტიისთვის შემოწირულების განმახორციელებელთა შორის სხვადასხვა ბიზნესებთან დაკავშირებული პირები არიან, რომლებმაც “ოცნების” საარჩევნო ყულაბა 60,000-60,000 ლარებით შეავსეს. – ინფორმაციას ,,ბიემჯი” ავრცელებს.

პოლიტიკური შემოწირულობების პორტალის თანახმად, 12,000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას კახა კალაძემ, 10,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა თამაზ თამაზაშვილმა, პარტიაში პოლიტიკური შემოწირულობა განახორციელა ქართუ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნატო ხაინდრავამ, რომელმაც 60,000 ლარი გადარიცხა.

ასევე პოლიტიკური შემოწირულობა განახორციელა “ქართუ ბანკის” დირექტორთა საბჭოს სამმა წევრმა – გენერალური დირექტორის მოადგილემ გივი ლებანიძემ 60,000 ლარი გადარიცხა, გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურაბ გოგუამ 55,000 ლარი გადარიცხა, ასევე 55,000 ლარი გადარიცხა დირექტორის მოადგილემ ბექა კვარაცხელიამ, ასევე 40,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა ქართუ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრმა გოჩა ჩიკვილაძემ.

ქართული ოცნების სასარგებლოდ 60,000 ლარი გადარიცხა ალკოჰოლური სასმელების ჯგუფის, “ბოლეროს” დირექტორმა ირაკლი ბექაურმა, RMG Copper-ის ყოფილმა დირექტორმა დავით ბალანჩივაძემ ასევე 60,000 ლარი გადარიცხა, ასევე 40,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა კომპანია “მანგანუმ ლოჯისტიკის” დირექტორმა ევგენი ჯიხვაძემ, ასევე 40,000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას მანგანუმით მოვაჭრე კომპანია “მნ თრეიდინგის” ფინანსურმა დირექტორმა ილია ფრიდონაშვილმა, 20,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა კომპანია “ტორნადო+”-ის დირექტორმა გიორგი ბებიამ, აღნიშნულ კომპანიაში 40%-ის წილს ალექსანდრე ივანიშვილი ფლობს, ამავე კომპანიის მიერ დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანიის “ჯი ემ თი ჯგუფის” დირექტორმა გოგი კახიძემ კი ოცნებას 40,000 ლარი შესწირა. კომპანია იბეროილის 40%-ის მფლობელმა სიმონ გეგელაშვილმა ოცნებას 40,000 ლარი შესწირა, ამავე კომპანიის 30%-ის მფლობელმა გოჩა ჩოკოშვილმა ოცნებას 50,000 გადაურიცხა, იბეროილის 20%-იანი წილის მფლობელმა ირაკლი პეტრიაშვილმა 20,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა, ასევე 20,000 ლარი გადარიცხა იბეროილის 20%-ის მფლობელმა დავით ალიბეგაშვილმა.

წელს სულ პოლიტიკური შემოწირულობა 281-მა პირმა განახორციელა, მათგან ქართულ ოცნებას 151-მა პირმა შესწირა თანხა. შემოწირულობებით მეორე პოზიციას იკავებს ძლიერი საქართველო – “ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” – რომელსაც 320,125 ლარი გადაურიცხეს, ხოლო მესამე ადგილზე მყოფმა “კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროამ” შემოწირულობების სახით 153,137 ლარი მიიღეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას

12:30 04-22-2026
„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ახალი ამბები

„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

12:06 04-22-2026
25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved