• რეკლამა
  • კონტაქტი
03:22, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ცოტა პატივი მაინც სცენ ჩემს ჭაღარას, თუ გიორგი მიწერია დოკუმენტში, გიორგი დამიძახონ, თორემ ასე „ვასილიჩსაც“ მეძახიან და მაშინ ჩაეწერათ, „ვასილიჩი“ მოვიდესო” – გივი თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
17:11 06-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
294

ცოტა პატივი მაინც სცენ ჩემს ჭაღარას, თუ გიორგი მიწერია დოკუმენტში, გიორგი დამიძახონ, თორემ ასე „ვასილიჩსაც“ მეძახიან და მაშინ ჩაეწერათ, „ვასილიჩი“ მოვიდესო. ბრალში გიორგი წერია, გამოძახებაში – გივი, ისე პასპორტში ინგლისურად ჯორჯი მიწერია და შეიძლება ესეც დამიძახონ, ბევრი სათაური მაქვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.

როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, ის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, როგორც გივი თარგამაძე, ისე გამოიძახეს, პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტში კი მას გიორგი უწერია.

თარგამაძე ასევე გამოეხმაურა კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „გიგა ბოკერიასთან და კიდევ რამდენიმე პირთან დაკავშირებით მათ კვლევა დასჭირდებათ და თუკი, სურვილი ექნებათ, კომისიაზე მოწვევის გარეშეც გამოცხადდნენ“.

„კვირაში 9 პარასკევი აქვთ, რაზე იყო კომისია საერთოდ, გაიგო ვინმემ? ჩემი აზრით, ამ კომისიას ზუსტად ის ბედი ეწია, რაც იმ დეგენერატულ სერიალს, ხაინდრავას რომ გააკეთებინეს.

ახლაც იმიტომ გადავიდნენ ამ რეჟიმზე, ორ კვირაში ერთხელ გვექნება სხდომებიო, რადგან არავის არ აინტერესებს ეს სხდომები, რაც უნდოდათ აქედან რომ გამოსულიყო – სანახაობა, არ გამოუვიდათ.

ეს კომისია არც ერთ ეტაპზე თანმიმდევრული არ ყოფილა. ერთადერთი განცდა გამიჩნდა, რომ ის მათი არანორმალური ადამიანი რა დილასაც რა ხასიათზეა, იტყვის – ახლა მინდა გამოვიძიოთ არჩევნები იყო თუ არა გაყალბებულიო, ოღონდ მეორე დღეს ეს აღარ უნდა, უნდა ომი, მერე ჯაფარიძე-ხაზარაძე, მესამე დღეს ფეხბურთის ფედერაცია აინტერესებს და ა.შ. თვითონაც ხვდებიან, რომ არავინ არ უყურებს, დასკვნას საერთოდ დადებენ თუ არა, ამასაც ვნახავთ, მერე პროკურატურაში გადააგზავნიან თუ არა, ესეც არ ვიცით, რადგან ერთი კომისია გაკეთებული აქვთ, რომლის დასკვნაც გააკეთეს თუ არა, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, არსად გადაუგზავნიათ. შუალედური შედეგი, არ მისვლაზე რომ დაგაკავონ, ეს ერთია, მაგრამ თვითონ კომისიის მუშაობის შედეგად ვერავის დააკავებენ, სულ რომ ყირაზე დადგნენ, ამიტომ აღარ სჭირდებათ ეს კომისია, ოღონდ, როგორ მიჩურთონ, ეს არ იციან“, – განაცხადა თარგამაძემ. (პალიტრანიუსი)

თეგები: გივი თარგამაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved