• რეკლამა
  • კონტაქტი
02:02, პარასკევი, 1 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვორქშოფ ფესტივალი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა – „მთავარია გჯეროდეს“

ალია ავტორი - ალია
16:11 06-04-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა დაუვიწყარი თავგადასავალია, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გამოცადოს. ამ პროცესს უამრავი განსხვავებული ემოცია ახლავს თან: ცნობისმოყვარეობა, სიახლის ძიების სურვილი, აღფრთოვანება, ხშირად შიშიც კი, რომლის საწინააღმდეგო საუკეთესო იარაღად გამბედაობა იქცევა ხოლმე. 31 მაისსა და 1 ივნისს, სწორედ ვორქშოფ ფესტივალი იქცა იმ ადგილად, რომელმაც საკუთარი შემოქმედებითი უნარების აღმოსაჩენად, გამბედაობა მოგვცა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა – „მთავარია გჯეროდეს“.

ფესტივალმა ერთი დიდი შემოქმედებითი სამყარო შექმნა, სადაც ადამიანები ორი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი მიმართულებით საკუთარ თავს ყოველ ჯერზე განსხვავებულად აღმოაჩენდნენ და შთაგონებით ივსებოდნენ. სტუმრებს, რომლებსაც აქამდე ეგონათ, რომ ხატვა, ცეკვა, პიცის მომზადება და კიდევ უამრავი რამ არ შეეძლოთ, დარწმუნდნენ, რომ საკუთარი თავის რწმენა ადამიანს შეუძლებელს შეაძლებინებს.

ფესტივალზე სტუმრებს საშუალება მიეცათ, დიდი ხნის ნანატრი ჩანაფიქრები აესრულებინათ. ესწავლათ, როგორ უნდა გასინჯონ ღვინო, მოუარონ შინაურ ცხოველებს, გაუწიონ ადამიანებს პირველადი დახმარება, შექმნან კერამიკული ჭურჭლები და ა.შ. ფესტივალი სტუმრებს დაეხმარა, რომ თავიანთი შესაძლებლობებისთვის აქამდე დაწესებული საზღვრები გაბედულად გაერღვიათ და აქამდე შეუძლებელი, დაუჯერებელი გამოცდილებები რეალობად ექციათ.

მზიანი ამინდი, კარგი მუსიკა, ფესტივალის მხიარული დინამიკა, საკუთარი თავის აღმოჩენის სურვილით შეკრებილი ადამიანები ერთად ქმნიდნენ გაზაფხულის საუკეთესო დასასრულსა და ზაფხულის საუკეთესო დასაწყისს. თითოეული ვორქშოფი ახსენებდა ადამიანებს, რომ სწავლა არა მხოლოდ ცოდნის მიღება, არამედ თვითრწმენის უსასრულო გაღვივებაა.

„ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ სივრცე არის განკუთვნილი ყველა ინტერესის მქონე ადამიანისთვის. შეიძლება გიყვარდეს ძერწვა, კერვა, ხატვა, ცხობა, ალკოჰოლის მომზადება, ჯანსაღი ცხოვრების წესი – ფესტივალი ნებისმიერი სახის ადამიანს დააკმაყოფილებს. ფერადი და სიცოცხლით სავსე გარემო კი გაძლევს სურვილს, რომ თავი სხვადასხვა კუთხით გამოცადო,“ -ქეთევან ჯანიაშვილი, ფესტივალის სტუმარი

სწორედ ამიტომ, თიბისის გუნდი ხშირად ვამბობთ, რომ ყველაფერი სწორედ იმ მომენტში იწყება, საკუთარ თავს აქამდე წარმოუდგენელი ვერსიით სწორედ იმ მომენტში პოულობ, როდესაც დაიჯერებ.„მთავარია გჯეროდეს“ არ ყოფილა გზავნილი, რომელიც ვორქშოფ ფესტივალის კედლებზე დარჩა, ის ყველა სტუმარმა ყოველი ვორქშოფისას მთელი არსებით იგრძნო და საკუთარ თავზე ახლებურად გამოცადა.

„ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უამრავ განსხვავებულ და უცნობ რამეს ეცნობიან არა მხოლოდ ზრდასრულები, არამედ ბავშვებიც. ასევე, ამ პროცესში, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ გამოცდილებას იღებ და მომავალშიც უფრო საინტერესოდ ვითარდები“, –მარიამ გაბრიჩიძე, ფესტივალის სტუმარი

ასე რომ, ვორქშოფ ფესტივალმა დაგვაჯერა – ახალი დასაწყისი ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია.და რომ ცხოვრების ყველაზე საინტერესო ამბები მოულოდნელად, საკუთარი თავის აღმოჩენით იწყება. ის ემოციები, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ტრიალებდა, ადამიანებს ცხოვრების გზაზე სამუდამოდ გაჰყვებათ, რადგან ფესტივალმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა – „შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს“.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

12:09 04-30-2026
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

15:32 04-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved