• რეკლამა
  • კონტაქტი
23:15, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალი კანონი, რომლითაც პოლიციას ნარკოლოგიური შემოწმების მოთხოვნა შეუძლია – რისი უფლება გაქვთ და რისი – არა? – გაგი ჩოხელი

ალია ავტორი - ალია
17:16 06-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
397

ადვოკატი, გაგი ჩოხელი:

ახალი კანონის მიხედვით, პოლიციელს შეეძლება კვლავ შენი ქუჩაში შეჩერება და ნარკოტიკულ საშუალებაზე შემოწმების მიზნით, შენი საექსპერტო დაწესებულებაში გადაყვანა. ალბათ, იტყვი, რომ ეს კანონი ხომ ადრეც იყო, კი, ბატონო, ასეა, შემდეგ გაუქმდა და დღეს უკვე ახალი სახეცვლილებით ამოქმედდება 2025 წლის პირველი ივნისიდან. 

რა განსხვავებაა ძველ კანონსა და ამ ახალ კანონს შორის?

ადრე თუ გქონდა ვალდებულება, შენ პოლიციელს გაჰყოლოდი ექსპერტიზაზე, დღეს ასეთი ვალდებულება აღარ გექნება. პოლიციელს, სამართალდამცველს აქვს ვალდებულება განგიმარტოს, შემოგთავაზოს მათ გაჰყვე შსს–ს საექსპერტო–კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ლაბორატორიულ კვლევაზე, მაგრამ შენ თუ ამაზე განაცხადებ უარს, მაშინ პოლიციელმა უნდა გამოწეროს მიმართვა, რომლის გამოწერიდანაც და რომლის საფუძველზეც, 4 საათი გექნება დრო, მიმართო იგივე დაწესებულებას, შსს–ს საექსპერტო–კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ან კიდევ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რათა შენ თვითონ დამოუკიდებლად მიხვიდე და ჩაიტარო ლაბორატორიული კვლევა.

თუ დადგინდება, რომ შენს ორგანიზმში არსებობს რაიმე ნარკოტიკული ნივთიერებაა, ამ შემთხვევში, პასუხისმგებლობის საკითხი დგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 500–დან 2 000 ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღით.

იმ შემთხვევაშიც, თუ შენ უარს იტყვი ამ ლაბორატორიული კვლევის ჩატარებაზე და არც იმ 4 საათის განმავლობაში ჩაიტარებ აღნიშნულ კვლევას, მაგ შემთხვევაშიც იგივეა პასუხისმგებლობა 500–დან 2 000 ლარამდე ჯარიმა ან კიდევ 60 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა.

კიდევ ერთი ცვლილებაა შესული:

როდესაც დაგიფიქსირდება, რომ შენს ორგანიზმში არსებობს რაიმე ნარკოტიკული საშუალება , შემდგომ გექნება 10–დღიანი ვადა იმისთვის, რომ ალტერნატიული კვლევა ჩაატარო შენს ნიმუშზე და დარწმუნდე მართლა აღგენიშნება თუ არა ორგანიზმში რაიმე ნარკოტიკული საშუალება.

თუ მკითხავთ ჩემს აზრს ამ კანონზე, ვიტყვი, რომ მართალია იმ ადრინდელ კანონს სჯობს, მაგრამ კანონი, მეთოდი, რომელიც უფრო აუარესებს პირის მდგომარეობას, ამკაცრებს თითქოს სასჯელს, არ მჯერა, რომ გამოდგეს, რათა დანაშაულს ვებრძოლოთ ეფექტურად.

მეორეს მხრივ, გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს თვითონ ეს კანონი, რამდენად სწორად მოხდება მისი აღსრულება ცალკეულ სამართალდამცავ პირთა ხელში, ვინაიდან ჩვენ კანონი გვეუბნება, რომ ფაქტი და ინფორმაცია უნდა არსებობდეს შენი ნარკოდამოკიდებულების შესახებ, ან რომ შესაძ;ლებელია იყო მომხმარებელი ნარკოტიკული საშუალების, და ამნ მიზნით ვიღაცამ შეგაჩეროს. ეს ინფორმაცია რამდენად სწორი იქნება, ესაა საკითხავი. ხომ არ მოხდება ისე, რომ მაგალითად, ცალკეულ პოლიციელს გაუჩნდება რაღაც გარკვეული ეჭვი უსაფუძვლო, ან პირადი ინტერესი, ამის გამო შეგაჩეროს, განგიმარტოს უფლებები, ან კიდევ არც განგიმარტოს და გითხრას, რომ უნდა გადახვიდე ექსპერტიზაზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარების მიზნით და შემდგომ შეადგინოს რაღაცა ოქმი, სადაც აღნიშნული იქნება, თითქოსდა მისმა კონფიდენტმა, ე.წ. აგენტმა მიაწოდა შენთან დაკავშირებით ინფორმაცია.

ასევე საკითხავია, რამდენად მოხდება უფლებების განმარტება შენთვის, შდგება თუ არა რაიმე ოქმი, სადაც ასახული იქნება ელემენტარულად ის, რომ შენ ექსპერტიზაზე გაყოლა სავალდებულო წესით არ მოგეთხოვება, რომ, შენ თუ ამაზე უარს იტყვი, მერე გექნება 4 საათი, რომ დამოუკიდებლად მიმართო სპეციალურად განსაზღვრულ რომელიმე დაწესებულებას. ლაბორატორიული კვლევებისთვის ამ ყველაფრის დაფიქსირება ვიდეოკამერის საშუალების და ა.შ. ბევრი კითხვა ჩნდება.

ამიტომ რომ არ ვიყოთ ვინმეზე დამოკიდებული უფფლებების განმარტების თვალსაზრისით, გირჩევთ, შეინახოთ ეს ვიდეო, რათა იცოდეთ, კონკრეტრულ დროს, კონკრეტულ შემთხვევაში რისი უფლება გექნებათ და რისი არა.

 

@gagichokheli

#ადვოკატი #გაგიჩოხელი #კანონი #პოლიცია #ნარკოტიკი

♬ original sound – ადვოკატი გაგი ჩოხელი

~

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved