• რეკლამა
  • კონტაქტი
20:27, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქოცები ძალიან მხდალები არიან, რამდენიმე სწორ წერტილში დარტყმა და ვეღარასდროს იპოვნიან ბალანსის წერტილს ისე დარეტიანდებიან” – ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:03 05-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,145

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:

იმისათვის, რომ ადეკვატურები ვიყოთ, ადეკვატურად უნდა შევაფასოთ სად ვართ. რამდენიმე ჭეშმარიტებას და რამდენიმე მოსაზრებას დავწერ:
🔗რეჟიმს ვეზიზღებით ყველა. ყველაზე კარგად თვითონ იცის ივანიშვილმა რამდენი ხმის გაყალბება დაჭირდა, რომ არჩევნები “მოეგო“. იცის, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს ვეღარასდროს მოიგებს თუ არ გააყალბა. ამიტომ არც უნდა ველოდოთ, რომ ის ოდნავ მაინც წავა დათმობებზე ამ თვალსაზრისით და რეალურ არჩევნებს დაუშვებს.
🔗ივანიშვილისთვის მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ უბრალოდ მანიაკია, და გარდა ამისა ვალდებულებები აქვს პუტინთან და თუ ამ ვალდებულებებს არ შეასრულებს, შეიძლება სიცოცხლე დაკარგოს და ვეღარ უშველოს ვუდუს რიტუალებმა.
🔗რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ბოლომდე შეისრუტოს, თანაც სასწრაფოდ, რადგან გადადებული საქმე პუტინს ამ ეტაპზე აღარ აწყობს, შეიძლება გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს, ამიტომ მხოლოდ ის, რომ დასავლეთს მაქსიმალურად დაგვაშორა ქოცების ხელით არ არის საკმარისი. ახლო მომავალში ამათ მოსთხოვს რამე ისეთის გაკეთებას, რომ საბოლოოდ დასამარდეს საქართველო და რუსეთის იქით გზა აღარ ქონდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო უნდა გახდეს ბეჩავი, გამოკეტილი, გაუბედურებული ქვეყანა, რაღაც შავი ხვრელი, რომელიც არავის აღარ აინტერესებს. პუტინს საქართველოსგან მხოლოდ ეს უნდა, ანუ ის, რომ აქ დასავლეთმა ცხვირი აღარასდროს შემოყოს. დანარჩენი არ აინტერესებს.
🔗ქოცებსაც ურჩევნიათ გაანადგურონ ქვეყანა, ვიდრე დაკარგონ ძალაუფლება.
ეს არის მოცემულობა.
ამ გეგმის რეალიზაცია დაჩქარებული წესით დაწყებულია და აქ რუსი ინსტრუქტორები უკვე ყოველდღიურ მართვაში არიან ჩართული. თუ ამ დინამიკით გაგრძელდა პროცესი, მაქსიმუმ სექტემბრისთვის უნდა ველოდოთ ღია და უზარმაზარი ნაბიჯების გადადგმას რუსეთთან ბოლომდე ინტეგრაციისკენ.
ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: შეცხადებები, რომ ამას რას აკეთებენ, ვაიმე ეს როგორ იკადრეს დავივიწყოთ. ყველაფერი ზუსტად ჯდება იმ მიზნების და გეგმების ლოგიკაში, რაც ზევით დავწერე.
როცა ვამბობთ, რომ ქვეყანა რუსულ დიქტატურაზე გადადის, ეს არ არის ცარიელი სიტყვები.
რუსული მოდელი ნიშნავს, რომ შეიძლება ხალხი უბრალოდ გათელო და უბრალოდ ამ გზით გააქრო საფრთხე შენი ძალაუფლებისთვის.
“ქართული ოცნება” უკვე სისტემურად რუსულად აზროვნებს:
⭕️ხალხი = მასა, რომელიც უნდა გაკონტროლო;
⭕️მტერი = კრიტიკული მედია, არასამთავრობოები, ოპოზიცია, ნებისმიერი ადამიანი, ვინც შეიძლება წინააღმდეგობის მონაწილედ იქცეს. მტერი უნდა გაანადგურო.
⭕️სახელმწიფო = ძალაუფლების ბერკეტი და ძალადობის მონოპოლიზაცია, რომელიც საშუალებას გაძლევს ყველას თავები დააყრევინო და დაჩაგრო.
ოცნება აქ თანმიმდევრულად ქმნის პუტინის სისტემას და გეხვეწებით ეგ აღარ გამაგონოთ, რომ ვაიმე ქალები ციხეში როგორ გაუშვეს.
რა უნდა ვქნათ ჩვენ? ჩვენ არ უნდა ველოდოთ რომ ქოცები შეიცვლებიან. და სიმართლე გითხრათ, “ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს” უკვე ცოტა არაადეკვატურად გამოიყურება.
პროტესტმა უნდა განიცადოს ევოლუცია.
ქოცები ვერ შეიცვლებიან. ჩვენ უნდა შევცვალოთ გარემო მათ გარშემო ისე, რომ მათთვის დარჩენა გახდეს შეუძლებელი, ძვირი და მათთვისვე საშიში.
როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, და როგორ უნდა ავაწყოთ ზეწოლის ისეთი სისტემა, რომელიც ქოცებისთვის არაპროგნოზირებადობას და შიშს იწვევს – ეს არის მთავარი, რაზეც უნდა ვიფიქროთ.
არიან თუ არა ქოცები პანიკაში? კი, ხანდახან არიან, მაგრამ მეორე მხრიდან სისტემური და გააზრებული წინააღმდეგობის არარსებობის გამო “გადაუვლითხოლმე“.
ერყევათ თუ არა სისტემა? კი, ერყევათ და პრობლემები აქვთ, მაგრამ გავითვალისწინოთ ყველაფერი, რაც ზევით დავწერე. მათთვის მთავარია შიშველი ძალა და ძალაუფლება და ჯერჯერობით ახერხებენ ძალის კონსოლიდაციას, რომ ახალი ბალანსის წერტილები მოძებნონ.
ქოცების/რუსების აქედან გაყრა შესაძლებელია, უბრალოდ ჩვენ უნდა ვიფიქროთ სწორად. ჯერჯერობით მშვიდობიანი პროტესტის ეფექტური ინსტრუმენტების 10%–იც კი არ გამოგვიყენებია. ქოცები სინამდვილეში ძალიან მხდალები არიან და რამდენიმე სწორ წერტილში დარტყმა და ვეღარასდროს იპოვნიან ბალანსის წერტილს ისე დარეტიანდებიან.
რაც მთავარია, ჩვენი მოტივაცია უფრო ძლიერია და სწორი. თან ზუსტად ვიცით, რომ ამათ თუ მოგვიგეს ახლა, აღარც სამშობლო გვექნება და ეგეთი ცხოვრების დედაც ვატირე.
მოკლედ, დებო და ძმებო, ყველაფერს აქ ვერ დავწერ, მაგრამ ახლებურად უნდა ჩამოვყალიბდეთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved