• რეკლამა
  • კონტაქტი
11:45, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისში სახლი აფეთქებას გადაურჩა – „თბილისი ენერჯი“ ინფორმაციას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
11:43 06-04-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

თბილისში, აფეთქებას კიდევ ერთი სახლი გადაურჩა, რომელიც ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მომიჯნავე შენობებსა და მცხოვრებლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

მაყაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. იტალიური ტიპის საცხოვრებელ ბინაში მისვლის შემდეგ, „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა აღმოაჩინეს გაზზე დაერთებული მოქნილი რეზინის მილი, რომლის ბოლოც კედელში იყო შეყოფილი, გაზი კი კედელში ჟონავდა.

ადგილზე გამოძახებულმა „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის 114-ის სპეციალისტებმა უსაფრთხოების ყველა ზომა გაატარეს იმისათვის, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ ყოფილიყო. ბინა გაქირავებული იყო, ბინაში მცხოვრებლები კი აღნიშნულ მომენტში ქალაქიდან იყვნენ გასულები.

„საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №101 დადგენილებით გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ ) საცხოვრებელ სახლებში გაზის დანადგარების უსაფრთხო მოხმარებაზე პასუხისმგებელია ბინის მეპატრონე.

თბილისი ენერჯი მოგმართავთ თხოვნით – მაქსიმალურად დაიცვათ თქვენს სახლებში გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესები, რომ საფრთხე არც საკუთარი ოჯახის წევრებს შეუქმნათ და არც მეზობლებს. არ მოიხმაროთ კუსტარულად დამონტაჟებული ნებისმიერი ტიპის წყლის გამაცხელებელი (ე.წ. კალონკა) და გაზის გამათბობელი. ყველა დანადგარი უნდა იყოს სპეციალისტის მიერ შემოწმებული და დამონტაჟებული. თბილისი ენერჯი ცხელ ხაზზე 2 40 40 04 და სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე 114 დარეკვა 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ. ასევე ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოგვარება შეგიძლიათ ონლაინ – www.te.ge ან „თბილისი ენერჯის“ ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით. გისურვებთ ჯანმრთელობას და მეტ სიფრთხილეს“, – ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved