• რეკლამა
  • კონტაქტი
03:47, შაბათი, 31 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაზარალებული დაზიანებების გარეშე” – რა მოხდა ანრი კვარაცხელიას პროცესზე

ალია ავტორი - ალია
18:23 05-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
177

დღევანდელ პროცესზე  მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ  ანრი კვარაცხელიას პატიმრობის  ვადა გაუხანგრძლივა.

სასამართლო პროცესზე სპეცრაზმელები გამოიკითხნენ, რომლებითაც ანრი კვარაცხელიას საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ მინიჭებული.

ნიკოლოზ ჩავლეიშვილმა და სიმონ ღამბაშიძემ სასამართლო პროცესზე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენები მისცეს. საქმეში, ადვოკატის თქმით, არ არის ექსპერტიზის შედეგი, რომელიც დაზიანებას მოწმობს, თუმცა, ადგილზე, კითხვის პასუხად, მოწმემ თქვა,, რომ მოლოტოვის კოქტეილის სროლის შემდეგ დიდი ოდენობით კვამლი ჩაისუნთქა.

კვარაცხელიას რეჟიმი პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან.  ბრალდების მხარეს საქმეში აქვს ერთი ვიდეო-მასალა, სადაც ჩანს პირი, რომელიც მოლოტოვის კოქტეილს ისვრის, თუმცა მას სახე ნიღბით აქვს დაფარული.

ორივე სპეცრაზმელმა სასამართლო დუმილის ფონზე დატოვა და მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

დაცვის მხარე ამბობს, რომ მოწმე პოლიციელები ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებს აძლევენ. კვარაცხელიას ადვოკატის თქმით, სავარაუდოდ “დაზარალებულმა პოლიციელებმა ისიც კი არ იციან, საერთოდ, რას ედავებიან ანზორ კვარაცხელიას”:

“ანრი კვარაცხელიას საქმეზე დაკითხული, სავარაუდო თითქოს დაზარალებულებისგან გავიგეთ, ის, რომ არიან გდდ-ს თანამშრომლები. თუმცა, არცერთ მათგანს არანაირი ფიზიკური ზიანი არ მიუღიათ. შესაბამისად, ვერცერთი მათგანი ვერ ამბობს, რაიმე სახის დაზიანება მიიღო თუ არა და რა ფაქტთან დაკავშირებით გრძნობს თავს დაზარალებულად. მეორემ ესე სიტყვის მასალად დაამატა ის, რომ რომლისგანაც შეიძლება დაზიანება მიიღოს. თუმცა, იმ ფაქტზე და იმ მომენტში მიიღო თუ არა ე.წ. დაზიანება კვამლისგან, რა თქმა უნდა, ესეთი ინფორმაციას არ მიუწოდებია. ერთ-ერთმა მათგანმა ისიც, არ იცის, საერთოდ, რას ედავებიან ანზორ კვარაცხელიას”, – ამბობს ადვოკატი.  

25 წლის ანზორ (ანრი) კვარაცხელია 5 დეკემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას რეჟიმი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გდდ-ის თანამშრომლისთვის სროლას ედავება. ახალგაზრდას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?
ახალი ამბები

სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?

19:37 05-30-2025
ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!

17:40 05-30-2025
მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

16:53 05-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved